საბას 2018 წლის ლაურეატები ცნობილია - იხილეთ გამარჯვებულთა სია
ფოტო: საბა
ლიტერატურული პრემია საბას გამარჯვებულების ვინაობა სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. დაჯილდოების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გამორჩეული ღონისძიება ქალაქ ფრანკფურტის მერიის ისტორიულ დარბაზში, Kaisersaal-ში ჩატარდა. ცერემონიას ქართველ ავტორებთან, გამომცემლობებთან, საქართველოს ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად, საპატიო უცხოელი სტუმრებიც დაესწრნენ - ცნობილი მწერლები, უცხოური გამომცემლობები, გერმანიის ოფიციალური პირები და საერთაშორისო მედია.
გასული 15 წლისგან განსხვავებით, საბა 2018-ის დაჯილდოება ორ ენაზე გაიმართა. წამყვანები კი რატი ამაღლობელი და ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი, დორის აკრაპი იყვნენ.
გამარჯვებულები 10 ნომინაციაში გამოვლინდნენ, რომელთაგანაც წელს სამ ნომინაციაში პირველად გაიცა ჯილდო. ესენია: ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი კრიტიკა, ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი გამომცემლობა და პრემია ქართულ-გერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის. ამ ნომინაციების დამატება "საბამ" ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსის მინიჭებას დაუკავშირა.
მაშ ასე, გამარჯვებულების სია ასეთია:
საუკეთესო რომანი
- გურამ ბათიაშვილი, ელიგულა და კავა (გამომცემლობა ინტელექტი)
- მარი ბექაური, ანას მომენტი (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
- ლაშა ბუღაძე, პატარა ქვეყანა (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
- დავით გაბუნია, დაშლა (გამომცემლობა წიგნები ბათუმში)
- თამარ თანდაშვილი, მატერიკონი (გამომცემლობა სიესტა)
საუკეთესო პროზაული კრებული
- თეონა დოლენჯაშვილი, პერსონალური ქრისტე (გამომცემლობა ინტელექტი)
- ლევან მუსხელიშვილი, მოკლე მოთხრობები (გამომცემლობა სეზანი)
საუკეთესო პოეტური კრებული
- გიორგი არაბული, გვრინი (გამომცემლობა ინტელექტი)
- სოსო მეშველიანი, Arboles Altos (გამომცემლობა ინტელექტი)
- ზურაბ რთველიაშვილი, პოეზიის დიქტატურა (გამომცემლობა ინტელექტი)
- პაატა შამუგია, დედა ენა (გამომცემლობა წიგნები ბათუმში)
- ბელა ჩეკურიშვილი, სიშიშვლის დეტექტორი (გამომცემლობა ინტელექტი)
საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
- გაბრიელ ტანიე, ქანაანის შვილები (გამომცემლობა ინტელექტი)
- ზურა ჯიშკარიანი, საღეჭი განთიადები: უშაქროდ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
- სოსო მეშველიანი, ქუნარეშ (გამომცემლობა ინტელექტი)
- ირმა ტაველიძე, სტალინის ნაძვები და სხვა ტექსტები (გამომცემლობა დიოგენე)
- მარინა ქარცივაძე, Modus Vivendi (გამომცემლობა ქოლგა)
საუკეთესო ქართული თარგმანი
- მანანა ანთაძე, უილიამ შექსპირის ტრაგედიები: იულიუს კეისარი, მეფე ლირი, მაკბეთი (გამომცემლობა კენტავრი)
- მაია ბადრიძე, ვ. გ. ზებალდის ემიგრანტები (გამომცემლობა დიოგენე)
- მედეა ზაალიშვილი, ანთოლოგია თარგმანები (გამომცემლობა არტანუჯი)
- დავით კაკაბაძე, იურეკ ბეკერის მატყუარა იაკობი (გამომცემლობა ინტელექტი)
- ლანა კალანდია, მარიო ვარგას ლიოსას ქალაქი და ძაღლები (გამომცემლობა ინტელექტი)
- ანა კორძაია-სამადაშვილი, ინგებორგ ბახმანის მალინა (ქარჩხაძის გამომცემლობა)
- ნანა ტონია, ევრიპიდეს ტრაგედიები: მედეა, ჰიპოლიტოსი (გამომცემლობა ლოგოსი)
- ლელა ფიროსმანიშვილი, უილიამ ბეროუზის შიშველი საუზმე (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
- დავით წერედიანი, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს ფაუსტი-ll (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
- მერაბ ფიფია, მარგერიტ იურსენარის ადრიანეს მოგონებები (ქარჩხაძის გამომცემლობა)
- ია ქვაჩახია, ჯუმფა ლაჰირის უცხო მიწა (გამომცემლობა პალიტრა L)
- რაულ ჩილაჩავა, იური ანდრუხოვიჩის მოსკოვიადა (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
სხვა ნომინაციები
- ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოენოვანი თარგმანი - ეკატერინე ტეტი და იულია დეინსი, რეზო ჭეიშვილის ცისფერი მთები
- ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი კრიტიკა - ლიტერატორი და რედაქტორი ტილმან შპრეკელსენი
- ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი გამომცემლობა - Mitteldeutscher Verlag
- პრემია ქართულ-გერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის - ნინო ხარატიშვილი
- პრემია ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - რეზო გაბრიაძე
ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი საბა თიბისიმ 2003 წელს დააფუძნა. წლევანდელი ცერემონიის ორგანიზება ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით განხორციელდა. პრემიის მიზანია გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და წლის საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა.
გამარჯვებულ ავტორებს, სპეციალურ პრიზთან ერთად, გადაეცათ ფულადი პრემიებიც.
2018 წლის ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: მთარგმნელი ლელა დუმბაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია, სცენარისტი ქეთი დევდარიანი, მსახიობი ნინო კასრაძე და პროფესორი ზურაბ კიკნაძე.
ამავე თემაზე: ლაშა ბუღაძის სიტყვა ფრანკფურტში, საბას დაჯილდოებაზე
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები