მეუფე პეტრეს განცხადება ზურაბიშვილზე წინასაარჩევნო აგიტაციაა — სამართლიანი არჩევნები
ფოტო: კადრი ვიდეოდან / რუსთავი 2
არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების განცხადებით, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე პაავამ ქადაგების დროს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო აგიტაციის ნიშნების შემცველი, პოლიტიკური მოწოდებები გაავრცელა.
მიტროპოლიტ პეტრეს თქმით, "...დაფრანგული ქალბატონი თავისი დაფრანგული აზროვნებით ვერ მოგვიტანს კეთილდღეობას და დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთი არ დაუშვებს რომ ღმერთი გაუწყრეს ქართველ მოსახლეობას, ქართველ ამომრჩეველს და ქართველ ერს, რომ გააკეთოს არასწორი არჩევანი".
სამართლიანი არჩევნების ცნობით, პრეზიდენტობის კანდიდატის შესახებ მოსაზრებების ამ ფორმით გამოხატვით დაირღვა წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის კანონით დადგენილი წესი. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის ზ ქვეპუნქტის თანახმად, რელიგიურ ორგანიზაციებს წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევისა და აგიტაციაში მონაწილეობა ეკრძალებათ.
"საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმების თანახმად ეკლესიას სპეციალური უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენს წმინდა სინოდიც. შესაბამისად, მიტროპოლიტის მიერ მისი სტატუსისა და უფლებამოსილების ფარგლებში გაკეთებული საჯარო გამოხატვა უნდა გაღიმებოდეს რელიგიური ორგანიზაციის პოზიციად, რადგან ის წმინდა სინოდს წარმოადგენს", — ნათქვამია მონიტორინგის ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, რელიგიური ორგანიზაციების ლიდერების საჯარო გამოსვლა ნებისმიერი ფორმით, მათ შორის ქადაგება, თავის თავში მოიცავს ამომრჩეველთან კომუნიკაციის კომპონენტს და წარმოადგენს საჯარო მოქმედებას, მით უფრო როდესაც ის ფართოდ შუქდება მედია საშუალებების მიერ.
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტლმა მეუფე პეტრემ 17 სექტემბერს ქადაგებისას მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები შეაფასა. მისი თქმით, ბოროტება და ქვეყნის მტრობაა იმის თქმა, რომ საქართველომ ომი დაიწყო.
ამ განცხადებების შემდეგ, მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ მოუწოდა მღვდლებს თავი შეეკავებინათ პოლიტიკოსების არაკორექტულად შეფასებისაგან.
თავდაპირველად ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ თავს უფლებას არ მისცემდა მეუფეების განცხადებები შეეფასებინა. მოგვიანებით კი აღნიშნა — "ეკლესიის ამ დონის ფიგურები ერევიან იმაში, რაც ნამდვილად არ არის მათი საქმე".
-
OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra? OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra?
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს
გადახედვა
-
კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს
გადახედვა
-
მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
-
BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო
გადახედვა
-
ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს
გადახედვა
-
სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება
გადახედვა
-
დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა
გადახედვა
-
"ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი "ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი
გადახედვა
-
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია
გადახედვა
-
ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს
გადახედვა
-
საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"? საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"?
გადახედვა
-
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
გადახედვა
-
ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
გადახედვა
-
რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს
გადახედვა
კომენტარები