თურმე, ბიძინას 4 მილიონი ჰაერივით სჭირდებოდა, 4 ლარისთვის გაისვრით ხელს? — ქანთარია
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ქართული ოცნების წევრის, ნუკრი ქანთარიას თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის ოთხი მილიონი ლარი იგივეა, რაც ოთხი ლარი. ასე გამოეხმაურა დეპუტატი ომეგა ჯგუფის დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის ბრალდებას ბიძინა ივანიშვილის მიერ მისთვის ამ თანხის მოთხოვნასთან დაკავშირებით.
"კაცი, თურმე, პატიოსნად იხდის გადასახადებს, თურმე ბიძინას [ივანიშვილს] ოთხი მილიონი ჰაერივით სჭირდებოდა. ერთი რამ მითხარით, თქვენ ოთხი ლარისთვის გაისვრით ხელს?.. ოთხი მილიონი მილიარდერებისთვის, ფაქტობრივად, იგივეა".
ნუკრი ქანთარია ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუს, რომელიც მან რუსთავი 2-ს მისცა, სერიალს უწოდებს. ამის შესახებ მან ქართული ოცნების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
"სერიალში, რომელსაც რუსთავი 2 წარმოგვიდგენს, გამოჩნდა სამართლიანობისთვის მებრძოლი, ტანჯული, ხალხზე მზრუნველი, ოთხმილიონწართმეული გმირი და გარკვეულწილად შეიკრა წრე სულთამხუთავ, ბოროტმოქმედთა, მებრძოლთა წრე — მიხეილ სააკაშვილი, ზაზა ოქუაშვილი, ნაციონალური მოძრაობა და რუსთავი 2", — განაცხადა ქანთარიამ.
მისივე თქმით, "სერიალს მეორე სეზონიც" ექნება, რომლის განვითარებასაც უახლოეს დღეებში ვიხილავთ:
"ახლა ამ სერიალს რომ სჭირდებოდა ასეთი გმირი, ამას არ სჭირდება მკითხაობა. დანარჩენი, მეორე სეზონში ვინ როგორ იქნება, ლევან ყიფიანი მონასტერში იქნება მამა ლეონიდეს სახელით, თუ ფარცხალაძე მისი ძმა აღმოჩნდება, ამას ჩვენ უკვე ვნახავთ უახლოეს დღეებში".
30 სექტემბრის ინტერვიუში ზაზა ოქუაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მას პატრიოტთა ალიანსის დაფინანსებაც მოსთხოვა. მისივე თქმით, ივანიშვილმა, ასევე, მოთხოვა, რომ თავისი მოგებიდან 50%-ით ქართული ოცნება დაეფინანსებინა. თუმცა, როგორც ის ამბობს, მას პატრიოტთა ალიანსი და ქართული ოცნება აღარ დაუფინანსებია.
ბიზნესმენმა ასევე თქვა, რომ სპორტის ყოფილ მინისტრს, ლევან ყიფიანს ყოფილი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე ფიზიკურად გაუსწორდა და გაუპატიურებით დაემუქრა.
ზაზა ოქუაშვილი აჭარის უმაღლეს საბჭოში, მისი ცოლი, ნატო ჩხეიძე კი საქართველოს პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის სიით მოხვდნენ. ჩხეიძემ ფრაქციის დატოვების შესახებ რამდენიმე დღის წინ ისაუბრა.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები