თიბისის მიერ ჩატარებული პროგრამული უზრუნველყოფის კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
თქვენ ალბათ ხშირად გსმენიათ სასტუმროებში დანერგილ პროგრამებზე, რომლითაც ოთახების დაჯავშნა და გაკონტროლება ხდება. თუნდაც ექსელზე, რომელმაც თავის დროზე ბიზნესისა და ფინანსურ სამყაროში უამრავი პროცედურა გაამარტივა. ერთი სიტყვით, ყველანაირი ტექნოლოგია, რომელიც ბიზნესის მართვის პროცესს ამარტივებს და სერვისს უფრო კომფორტულს ხდის, პროგრამული უზრუნველყოფის დამსახურებაა. ასეთი სერვისების შესაძენად ქართველ ბიზნესმენებს ხშირად უცხოური პროგრამების ლიცენზიების შესყიდვა უწევდათ, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.
სწორედ ამიტომ, თიბისიმ პროგრამისტებისა და ინოვაციური კომპანიების წასახალისებლად, პროგრამული უზრუნველყოფის კონკურსის ჩატარება გადაწყვიტა. კონკურსი ივნისში დაიწყო და 17 სექტემბერს დასრულდა. ამ ხნის განმავლობაში რეგისტრაცია 70-ზე მეტმა გუნდმა გაიარა, ფინალში კი მათგან მხოლოდ ექვსი მოხვდა.
პროგრამული უზრუნველყოფის კონკურსის გამარჯვებულები სასტუმრო "სტამბაში" ჩატარებულ ღონისძიებაზე გამოვლინდა. ექვსი ფინალისტიდან თითოეულმა სხვადასხვა ბიზნესისთვის პროგრამული უზრუნველყოფის საკუთარი გეგმა წარადგინა. ფინალისტებს სპეციალურად მოწვეული ჟიური აფასებდა, რომლებიც დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ისმენდნენ კონკურსანტების პრეზენტაციებს.
თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ქურდიანმა ღონისძიებაზე კონკურსის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, თიბისის სურს დაეხმაროს ბიზნესებს განვითარებაში და ხელი შეუწყოს მათ დამკვიდრებას ადგილობრივ ბაზარზე. ნიკა ქურდიანის აზრით, ასეთი კონკურსები ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო დამწყები ბიზნესმენებისთვის, არამედ მთლიანად ბიზნეს ეკოსისტემისთვის.
გამარჯვებულები
პრეზენტაციების მოსმენის შემდეგ ჟიურიმ სამი საუკეთესო გუნდი გამოავლინა. მესამე ადგილი Contracts.ge-მ აიღო, მეორე ადგილი InvoiceWave-მა მოიპოვა, ხოლო პირველი ადგილი კი SystemJet-ის გუნდს ერგო. გამარჯვებული გუნდი 30 000 ლარით, მეორე და მესამე საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები კი - 15 000 ლარით დაჯილდოვდნენ.
Contracts.ge - ხელშეკრულებების ონლაინ შედგენა
Contracts.ge-ს გუნდმა წარმოადგინა ონლაინ პლატფორმა, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ყველა საჭირო დოკუმენტის მომზადებას ონლაინ სთავაზობს. მათ შორის შერის შრომითი ხელშეკრულებების, მინდობილობების, ოქმების, სასამართლო სარჩელებისა და მსგავსი დოკუმენტების მომზადება. ამგვარი პროგრამული უზრუნველყოფა თანამედროვე სამყაროში ძალიან საჭირო იყო, თუმცა აქამდე ქართველებს საქართველოში მსგავსი სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა არ ჰქონიათ.
InvoiceWave
მეორე ადგილზე გასულმა გუნდმა კონკურსში თავისი პროდუქტი წარმოადგინა, რომელიც ბიზნესებს სხვადასხვა ფინანსური პრობლემების მოგვარებას გაუმარტივებს. B2B პლატფორმა, ინვოისების კონტროლი, დახვეწილი კლიენტთა ბაზა, ჩარიცხვებისა და გადარიცხვების ეფექტური კონტროლი - ეს იმ შესაძლებლობების მოკლე ჩამონათვალია, რომელსაც InvoiceWave-ის ფუნქციონალი იტევს. მას ე.წ. "seen"-ის შესაძლებლობაც აქვს, რომელიც ინვოისის გამგზავნს აძლევს შესაძლებლობას, რომ შეამოწმოს ნახა თუ არა გაგზავნილი დოკუმენტი ადრესატმა.
"ამ კონკურსში გამარჯვება ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. პრიზი, რომელიც მივიღეთ, დაგვეხმარება, რომ პროდუქტი უფრო მეტად განვავითაროთ და გავზარდოთ ჩვენი კლიენტთა ბაზა. ვფიქრობ, ამგვარი პროექტები ხელს უწყობს ახალ კომპანიებს, რომ ადგილობრივ ბაზარზე წარმატებას მიაღწიონ", - ამბობს ბექა თომაშვილი, InvoiceWave-ის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი.
SystemJet
პირველ ადგილზე გასულმა გუნდმა თავისი პროდუქტი წარმოადგინა, რომელსაც SystemJet ჰქვია. ეს არის პროგრამა, რომელიც სალონებს, სპორტულ დარბაზებს და მსგავსი ტიპის დაწესებულებებს ეხმარება ადმინისტრაციულ მართვაში. პროგრამას გააჩნია მარტივი ინტერფეისი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა მარტივად მოხდეს სეანსებზე ჩაწერა დისტანციურად, დაკავებული და თავისუფალი დროების აღწერა, სალონში არსებული პროდუქტების სიის ნახვა. პროგრამას გააჩნია ცალკე თანამშრომლების სექცია, რომელშიც სტილისტი თავად აღწერს თავის გრაფიკს.
"სტამბაში" გამართულ ღონისძიებაზე თიბისიმ განახლებული კორპორატიული ინტერნეტ ბანკიც წარადგინა. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, განახლებულ ინტერნეტბანკს უფრო მარტივი დიზაინი და მოხერხებული სისტემა აქვს, რაც ირიდიულ პირებს უამრავ შესაძლობას აძლევს, გაიმარტივონ თავიანთი საბანკო აქტივობა.
პროგრამული უზრუნველყოფის კონკურსის მონაწილე ყველა დასრულებული პროდუქტი თიბისის ახალ ონლაინ-პლატფორმაზე - Businesstool.ge-ზე განთავსდება, რომელიც ტექნოლოგიური პროდუქტების მომწოდებლებსა და მაძიებლებს ერთმანეთთან აკავშირებს და სადაც კომპანიებს შეეძლებათ მოძებნონ, შეადარონ და ამოარჩიონ საკუთარი ბიზნესისათვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა - სოფტი, აპლიკაცია თუ გადაწყვეტა.
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა






კომენტარები