ბათუმური შვებულება, ანუ როგორ (ვერ) გავატარე ზაფხული
როგორც ამ ქვეყანაში დასაქმებული ყველა სხვა ადამიანი, საზაფხულო შვებულების აღებას მეც მოთმინებით ველოდი და დიდი იმედი მქონდა, რომ ბათუმში კარგად დავისვენებდი. როგორც აღმოჩნდა, ზედმეტად ოპტიმისტურად ვყოფილვარ განწყობილი და თუ რატომ - მალე გაიგებთ.
ვაშა! ეს ბედნიერი დღეც დადგა, ბარგი ჩავალაგე, მატარებლის ბილეთები ავიღე და 18 აგვისტოს, მეგობრებთან ერთად "ზურმუხტ მშვენებასა" და "სიცოცხლის ედემისაკენ" გავემგზავრე.
გამთენიისას ჩვენი ვაგონი უკვე ქალაქის რკინიგზის სადგურზე ჩამომდგარიყო და გამოუძინებელი მგზავრებისგან იცლებოდა და მე ჯერ კიდევ ვფიქრობდი, რომ ბათუმს თუ დასჭირდებოდა, სულსაც უეჭველად გავატანდი. სინამდვილეში კი ყველაფერი პირიქით მოხდა.
ახლა სექტემბერია და ჩემი ბათუმური შვებულების შემდეგ საკმაოდ დიდი დრო გავიდა, თუმცა მაინც ვერ ვივიწყებ იმ სინანულსა და წყენას, რომელიც იმ 10 დღის განმავლობაში თან მდევდა და რომელმაც მაიძულა, ჩემი გულწრფელი წუხილი თქვენთვისაც გამეზიარებინა. მჯერა, ამ საკითხში მარტო არ ვარ.
ქალაქი
ქაოსური და უსახური მშენებლობები თუ ქალაქის განვითარებად შეიძლება ჩაითვალოს, მაშინ ჯანდაბას, ვთქვათ, რომ ქალაქი აგრძელებს განვითარებას. ისინი, ვინც ჩემსავით ერთწლიანი პაუზის შემდეგ ეწვიეთ ბათუმს, ნამდვილად შეამჩნევდით ახლადწამოჭიმულ, მაგრამ ჯერ დაუსრულებელ შენობებს, ზოგი პოტენციურად ლამაზი რომ არის და ზოგიც უშნოდ რომ გედება თვალებში.
სამწუხარო ფაქტი, რომ ბათუმის მხოლოდ პატარა ნაწილი ვითარდება, შენდება და ლამაზდება, ადვილად შესამჩნევია და ნებისმიერი ტურისტი, რომელსაც 10-15 წუთზე დიდხანს შეუძლია სეირნობა, აუცილებლად ამოჰყოფს თავს გადათხრილ ქუჩაზე.
გზაზე გადასვლაც სახალისო რამ გამოდგა, რადგან შუქნიშანს მიმდგარი დამსვენებლები, ვითარცა მოქალაქეობრივი თვითშეგნებით განმსჭვალული და კანონმორჩილი ადამიანები, შუქნიშანსვე თუ დავუჯერებდით, გზის ერთ ნაპირზე საათობით უნდა ვმდგარიყავით. დიახ, გინდ ხელი დაადოთ და გინდ - არა, ბათუმში თითქმის ყველა შუქნიშანზე სამუდამოდ წითელი გენთებათ. ასეა და მორჩა.
ტურისტები
ტურისტების ნაკლებობას ბათუმი ნამდვილად არ უჩივის, თუმცა მათი დიდი ნაწილი რუსია, რაც თავის მხრივ იმასაც ნიშნავს, რომ სერვისიც სწორედ მათზეა მორგებული. ყოველ ნაბიჯზე გამოკრული "ჩაჩა" და "აჩარული ხაჩაპური" სასიამოვნო სანახავი სულაც არაა.
სახელმწიფო სიმბოლიკით დამშვენებულ მაისურებსა და ქუდებში გამოწყობილი რუსი ტურისტები ამაყად მიაბიჯებენ ქალაქის ქუჩებში და შუქნიშანზე სამუდამოდ ანთებული წითელის გაყვითლებას და მერე გამწვანებას შენზე მშვიდი სახით ელიან.
გასაკვირი არაა, თუ ბიზნესის მფლობელები კლიენტის კმაყოფილებაზე ზრუნავენ, მაგრამ გამყიდველები თუ მიმტანები სხვა ეროვნების სტუმრებს სულაც არ ექცევიან ისეთი პატივისცემით, როგორითაც - რუსებს და არც მათსავე ენაზე ესაუბრებიან ხოლმე.
გარდა ამისა, ყველა მაღაზიაში ორი ფასი არსებობს: ერთი - ქართველებისთვის, მეორე - უცხოელებისთვის, რაც მათ გაყვლეფას ემსახურება.
სანაპიროს დასუფთავება პირად გამოწვევად სულ ტყუილად მივიღე
უკვე ვთქვი, რომ ქალაქში ტურისტების მატება შეინიშნება, რაც ბევრ ნაგავსაც ნიშნავს.
კარგ ამინდში ერთი შეხედვით მშვიდი ზღვა უეცრად მოსულმა წვიმამ თუ ააღელვა - მტრისას, შეიძლება პოლიეთილენის ბოთლებმა წაგლეკოს. ეს სწორედ ის პოლიეთილენია, არასდროს რომ არ იშლება და ზღვის მაცხოვრებლებსაც რომ აზიანებს.
თავიდან სანაპირო ზოლის დასუფთავება პირად გამოწვევად აღვიქვი და საკუთარ ნარჩენებთან ერთად, სხვის დაყრილსაც გავაყოლებდი ხოლმე ხელს, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ მე ამდენი ნაგვის წინააღმდეგ ვერაფერსაც ვერ გავხდებოდი.
მწვანე კონცხიდან ბათუმამდე
ეროვნების მიხედვით დაწესებული ფასები ზემოთაც ვახსენე და აქაც გავიმეორებ, რომ მსგავსი მიდგომა საკმაოდ უსამართლოდ ჩავთვალე, მაგრამ სადაც გავაპროტესტე, ყველა ქვეყანაში ასეაო - მიპასუხეს. რთული დასაჯერებელია, მაგრამ იყოს.
მეც სხვა გამოსავალი არ დამრჩა და ჩემი ქართული სისხლით დამსახურებული პრივილეგიების მიღება წარბშეუხრელად იქამდე გავაგრძელე, სანამ მე თვითონაც არ გავხდი ეკონომიკური დისკრიმინაციის მსხვერპლი.
მწვანე კონცხზე გატარებული სასიამოვნო დღის შემდეგ, ჩემს დროებით სახლში სამარშრუტო ტაქსით რომ ვბრუნდებოდი, შევამჩნიე, რომ მძღოლი ადგილობრივ, ანუ ბათუმელ მგზავრებს 50 თეთრს, ხოლო (ჰაბიტუსით) არაიქაურებსა და უცხოელებს 80 თეთრს ართმევდა.
ეს უსამართლობა ჩემმა მეგობარმაც შეამჩნია, ბევრი ვითმინეთ და ბოლოს კონფრონტაცია გადავწყვიტეთ: დავინახეთ, როგორ ართმევდით მგზავრებს 50 თეთრს, ჩვენ გვადებილებთ თუ რა ხდება?! ვუთხარით მძღოლს. მან კი უარყო და გვითხრა, ფასი ყველასთვის ერთიაო, თითქოს მანამდე ჩვენი თვალით არ დაგვენახოს, რამდენს იხდიდნენ სხვა მგზავრები.
მუსიკა, რომელიც ან დაგანგრევს, ან აგაშენებს
და ბოლოს, ნიავი რა მოსატანია, როდესაც საღამოობით ზღვაზე ცურვით ოდნავ დაღლილი და ცოტა გამოწკეპილიც გარეთ გასართობად გადიხარ და ამჩნევ, რომ მთელ ქალაქში შანსონები ისმის.
ეს მუსიკა ან დაგანგრევს, ან აგაშენებს და თუ გაინტერესებთ, მე მაგრად მაწუხებდა. ერთადერთი ვარიანტი ის იყო, ზღვის ხმაურზე ვკონცენტრირებულიყავი, რომელიც მთელი ძალით ცდილობდა ამ მუსიკალური გაუგებრობის გადაფარვას.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ნანატრი შვებულება, ბათუმურ "ოტპუსკად" მექცა და ჩემი სულიც არავისთვის გამიტანებია, ვიცი, რომ შემდეგ წელს ისევ გამიჩნდება იმედი, იქნებ რაიმე შეიცვალოს. ბოლოს და ბოლოს, ბათუმს ნამდვილად აქვს ამოუცნობი ხიბლი, რის გამოც ამ ქალაქში გამუდმებით ვბრუნდებით ხოლმე და არა, აჭარულ ხაჭაპურს არ ვგულისხმობ, მაგრამ ეს უკვე სხვა სტატიის თემაა.
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
კომენტარები