რა განცხადებებს აკეთებდა ანგელა მერკელი საქართველოს შესახებ
ფოტო: Getty
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს პირველად ოფიციალური ვიზიტით 10 წლის წინ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ეწვია. სხვადასხვა დროს, საკუთარ სასახლეში უმასპინძლა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრებს: ირაკლი ღარიბაშვილსა და გიორგი კვირიკაშვილს, ასევე საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს.
10 წლის შემდეგ ანგელა მერკელი საქართველოს კავკასიური ტურნეს ფარგლებში ორდღიანი ვიზიტით ეწვევა, რომელიც 23 აგვისტოს იწყება.
თავის დროზე ანგელა მერკელს არაერთი განცხადება გაუკეთებია საქართველოსა და მისი ევროატლანტიკური კურსის შესახებ.
4 აპრილი, 2008 წელი
"საქართველოს და უკრაინას უნდა ჰქონდეთ ნატოს წევრობის პერსპექტივები სამომავლოდ, თუმცა ახლა არ არის მათთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების შესაფერისი დრო", - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ნატოს სამიტზე დასწრების წინ ბუქარესტში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსთვის MAP-ის დრო ჯერ არ მოსულა.
მერკელმა 2008 წლის 10 მარტს განაცხადა, რომ "ქვეყნები, რომლებიც გარემოცული არიან რეგიონალური და შიდა კონფლიქტებით, ნატოს წევრები ვერ გახდებიან".
26 ივნისი, 2008 წელი
გერმანიაში ანგელა მერკელთან ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებს შეეხო.
ბერლინში პრეზიდენტ სააკაშვილთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მერკელმა განაცხადა, რომ საქართველო ერთ დღესაც გახდება ნატოს წევრი, მაგრამ მას სჭირდება მკაფიო ინსტრუქციები, თუ რა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ წევრობის კრიტერიუმები შეასრულოს.
მან ასევე განაცხადა, რომ არც ერთ სხვა მხარეს, გარდა თავად განმცხადებელისა და ალიანსისა, არ აქვს სიტყვის უფლება ნატოს წევრობის საკითხის გადაწყვეტისას.
მერკელმა აღნიშნა, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს მიერ ბოლო წლების მანძილზე განხორციელებულ "დინამიკურ კურსს" საშინაო პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებით, თუმცა მან ასევე მოუწოდა ოპოზიციას ჩაერთოს საპარლამენტო პროცესში.
მერკელმა ასევე განაცხადა, რომ გერმანია იზიარებს საქართველოს წუხილებს რუსეთის ბოლოდროინდელ ქმედებებთან დაკავშირებით აფხაზეთში, თუმცა მოუწოდა საქართველოს თავშეკავებისკენ.
მან ასევე ნათლად მიანიშნა, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალები უნდა დარჩნენ აფხაზეთში, სანამ მათი ალტერნატივა არ მოიძებნება.
"ჩვენ ვიზიარებთ შეშფოთებას რუსეთის მიერ იქ გადადგმული გარკვეული ნაბიჯების გამო. მაგრამ მოვუწოდებთ საქართველოს შეინარჩუნოს მშვიდობა, რადგანაც კონფლიქტის ესკალაცია საკითხის მოგვარებას ნამდვილად არ უწყობს ხელს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას", – იტყობინებიან DPA და "როიტერი" მერკელის სიტყვებზე დაყრდნობით,
მან ასევე აღნიშნა, რომ გერმანიის სურვილია აქტიური როლი ითამაშოს კონფლიქტის მოლაპარაკების გზით მოგვარებაში, რუსეთის მონაწილეობით და იქვე დასძინა, რომ ეს პროცესი არ უნდა გადაიდოს.
15 აგვისტო, 2008 წელი
რუსეთის ზოგიერთი ქმედება საქართველოს მიმართ ”არაპროპორციული” და ”არაგონივრული” იყო, განაცხადა 15 აგვისტოს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთის პრეზიდენტთან დიმიტრი მედვედევთან სოჭში შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
”[რუსული] ჯარები წარმოდგენილი არიან საქართველოს ცენტრალურ რაიონებში, რაც არაგონივრულია,”- განაცხადა მან, ”საჭიროა ექვსპუნქტიანი გეგმის შესრულება და რუსულმა ჯარებმა უნდა დატოვონ საქართველოს ცენტრალური ტერიტორია”.
მან ასევე განაცხადა, რომ სურს უფრო მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი იხილოს რეგიონში.
მერკელმა განაცხადა, რომ კიდევ 15 წელი აღარ უნდა დასჭირდეს კონფლიქტების მოგვარებას და საჭიროა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში პოლიტიკური გადაწყვეტილების გამოძებნა.
გერმანიის კანცლერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ არ გადაიხედება აპრილში ნატოს ბუქარესტის სამიტზე გახმოვანებული პოზიცია საქართველოსა და უკრაინის ალიანსში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ.
”მათ დრო მიეცათ. ისინი იქნებიან წევრები, თუ ეს მათ სურთ და ეს პოზიცია ძალაში დარჩება,”- განაცხადა მან.
გერმანიამ 2008 წლის აპრილში მხარი არ დაუჭირა საქართველოსთვის და უკრაინისთვის ნატოში წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებას და ეს საკითხი დეკემბრისთვის გადაიდო.
17 აგვისტო, 2008 წელი
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი თბილისში ჩამოვიდა და პრეზიდენტ სააკაშვილთან მოლაპარაკებები გამართა.
თბილისში ვიზიტამდე მერკელი 15 აგვისტოს სოჭს სტუმრობდა, სადაც მოლაპარაკებები გამართა რუსეთის პრეზიდენტთან დიმიტრი მედვედევთან. მერკელმა სოჭში განაცხადა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა.
26 აგვისტო, 2008 წელი
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ესტონეთში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება აღიაროს საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობა "სრულიად მიუღებელია".
"ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ტერიტორიული მთლიანობის ფუნდამენტალურ პრინციპს", – დასძინა მან.
3 ოქტომბერი, 2008 წელი
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ჯერ ადრეა საქართველოსთვის და უკრაინისთვის ნატოში წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭება, იუწყება AFP.
"პოზიცია იმის შესახებ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ წევრობა, ეს არაა გერმანიის პოზიცია", - განაცხადა მან 2 ოქტომბერს სანკტ-პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტთან დიმიტრი მედვედევთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
გერმანიის კანცლერის თქმით, ნატოს დეკემბრის მინისტერიალი "წინასწარ შეფასებას მისცემს MAP-ისკენ მიმავალ გზას".
აპრილის ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრებმა აღნიშნეს, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები და განაცხადეს, რომ MAP-ის საკითხს მინისტერიალი დეკემბერში ისევ დაუბრუნდება. ბუქარესტში ამ ქვეყნებისთვის MAP-ის მინიჭებას ღიად ეწინააღმდეგებოდა გერმანია.
"გერმანიის პოზიცია არ შეცვლილა ბუქარესტის სამიტის შემდეგ", - აღნიშნა მერკელმა.
3 ივნისი, 2014 წელი
საქართველოს პრემიერ–მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან 2 ივნისს ბერლინში გამართული შეხვედრის შემდეგ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მიესალმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კურსს იმ "პრაგმატულ" პოლიტიკასთან ერთად, რომელსაც თბილისი მოსკოვთან ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით ახორციელებს და ასევე აღნიშნა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა ქვეყანაში საინვესტიციო პირობების გაუმჯობესების თაობაზე.
თუმცა, მერკელმა ასევე განაცხადა, რომ ის არ ფიქრობს, რომ ნატოს უელსის სამიტის დღის წესრიგში საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების საკითხი შევა.
"ჩვენს ქვეყნებს ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობები აქვთ და ჩვენ მოხარული ვართ, რომ საქართველო ევროკავშირს უახლოვდება, რაც [27 ივნისს] ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერით დადასტურდება. მეორე მხრივ, ასევე ვხედავთ, რომ საქართველომ დიდი ძალისხმევა მიმართა რუსეთთან ურთიერთობების ნაბიჯ–ნაბიჯ განვითარებისკენ", – განაცხადა მერკელმა.
მისი თქმით, საქართველოს მაგალითი, რომ მისდიოს ევროკავშირში ინტეგრაციას და ამავე დროს შეეცადოს რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების დამყარებას, იმის მაჩვენებელია, რომ საქმე არ გვაქვს "ან ის ან ეს" არჩევანთან.
მერკელმა ასევე განაცხადა: "მე მხარს ვუჭერ საქართველოს ძალიან პრაგმატულ მიდგომას რუსეთთან ურთიერთობებში".
ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ მეტი უნდა გაკეთდეს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის და დასძინა, რომ გერმანია მოუწოდებს თავის კომპანიებს, რომ საინვესტიციო შესაძლებლობები ეძიონ საქართველოში.
"საქართველოს ამისთვის ძალიან კარგი პირობები აქვს", – განაცხადა მერკელმა და დასძინა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით "არასტაბილურობის" შეგრძნებაა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების გამო, რაც, მისი თქმით, ინვესტიციებისთვის შემაფერხებელი ფაქტორებია.
"ჩვენ მკაფიოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება აუმჯობესებს ქვეყნის სანდოობას, მათ შორის მის სამართლებრივ სისტემას", – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
15 ივნისი, 2016 წელი
ბოლო შეხვედრა საქართველოს პირველ პირთან ანგელა მერკელს 2016 წელს ჰქონდა. ის შეხვდა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და ალიანსში გასაწევრიანებლად საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები დადებითად https://civil.ge/შეაფასა.
ასევე მოიწონა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები.
გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამაში მოვიაზრებთ, რა თქმა უნდა, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწია, მაგრამ არ არის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი", - განაცხადა ანგელა მერკელმა.
გერმანიის კანცლერის ვიზიტის სრული განრიგი იხილეთ აქ.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა




კომენტარები