ბაზისბანკი 2025 წლის პირველი ნახევრის ფინანსურ შედეგებს აჯამებს
ფოტო: ბაზისბანკი
2025 წლის 30 ივნისის ფინანსური მაჩვენებლებით, ბაზისბანკის მთლიანი აქტივები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18%-ით გაიზარდა და 4.2 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ბაზისბანკის მთლიანმა საკრედიტო პორტფელმა 3.1 მილიარდი ლარი შეადგინა, ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14% შეადგინა.
ბიზნესის დაკრედიტებით ბაზისბანკი სტაბილურად იკავებს ადგილს უმსხვილესი ბანკების სამეულში. იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელი 17%-ით გაიზარდა და 2.2 მილიარდი ლარი შეადგინა. იურიდიული პირების დეპოზიტების მოცულობა 1.5 მილიარდი ლარია.
2025 წლის ექვსი თვის მონაცემებით, საცალო სესხების მოცულობამ 880 მილიონი ლარი, ხოლო საცალო დეპოზიტების მოცულობამ 1.4 მილიარდი ლარი შეადგინა.
ბაზისბანკის ჯგუფში შემავალი სალიზინგო და სადაზღვევო კომპანიების ფინანსური მონაცემებით, ბბ ლიზინგის პორტფელმა 44 მილიონ ლარს გადააჭარბა, პორტფელის ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28% შეადგინა. ბბ დაზღვევის მიერ 2025 წლის ექვს თვეში მოზიდულმა პრემიამ 12 მილიონი ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით წარმატებული მიმდინარე წლის მეორე კვარტალი იყო და მოზიდული პრემია პირველ კვარტალთან შედარებით 33%-ით გაიზარდა, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 76%-ით. პოზიტიური ზრდაა მოგების კუთხითაც, ბბ ლიზინგის მოგების ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 54%, ხოლო ბბ დაზღვევის მოგების ზრდამ 18% შეადგინა.
2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, ბაზისბანკის კონსოლიდირებულმა წმინდა მოგებამ 57.5 მილიონ ლარს გადააჭარბა, მოგების ზრდამ 39% შეადგინა. უკუგებამ მთლიან აქტივებზე (ROA) 3.35%, ხოლო უკუგებამ საკუთარ კაპიტალზე (ROE) 17.54% შეადგინა.
"2025 წლის პირველი ნახევარი ბაზისბანკისთვის მნიშვნელოვნად წარმატებული იყო. ჯგუფმა დინამიური ზრდა აჩვენა როგორც ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების, ისე სტრატეგიული მიმართულებების მიხედვით. მიღწეული ფინანსური შედეგების მზარდი დინამიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმს, კლიენტების ნდობის მაღალ ხარისხსა და იმ სტაბილურ ბიზნესმოდელს, რომელსაც ვატარებთ.
ბანკის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას ქართული ბიზნესის მხარდაჭერა და განვითრება წარმოადგენს, რაც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას. გვეამაყება, რომ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი ბიზნესების რაოდენობა დინამიურად იზრდება, ვითარდება და ჩვენს ხანგრძლივ ბიზნეს პარტნიორად რჩება. ბაზისბანკი, როგორც ზრდასა და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად აგრძელებს ბაზარზე პოზიციების გამყარებას და მომხმარებლისთვის საუკეთესო საბანკო გამოცდილების შექმნას.“ — ბაზისბანკის გენერალური დირექტორი, დავით ცაავა.
-
სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა" გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა"
გადახედვა
-
"ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე "ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა
გადახედვა
-
რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში
გადახედვა
-
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
-
ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან
გადახედვა
-
სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე? სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე?
გადახედვა
-
WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
-
კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება
გადახედვა
-
მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება
გადახედვა
-
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად
-
ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა" ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა"
გადახედვა
-
უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
კომენტარები