სიდნი სვინის ახალი კამპანია კრიტიკის ქარცეცხლშია
ფოტო: American Eagle
American Eagle-ის სარეკლამო კამპანიამ — რომელშიც მსახიობი სიდნი სვინი მონაწილეობს — ინტერნეტ სივრცეში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ინტერნეტ მომხმარებლების თქმით, კამპანია რასისტულ მესიჯს შეიცავს.
სიდნი სვინი, რომელმაც პოპულარობა სერიალებში — ეიფორია და თეთრი ლოტუსი —მონაწილეობით მოიპოვა, ჯინსის მწარმოებელი კომპანია American Eagle-ის უახლესი შემოდგომის კოლექციის კამპანიაში მიიღო მონაწილეობა. კამპანიის სლოგანია — "სიდნი სვინის შესანიშნავი ჯინსები აქვს".
ფოტო: American Eagle
ეს სლოგანი "შესანიშნავი გენების" სიტყვების თამაშია. ერთ-ერთ ვიდეოში, სვინი საკუთარი პოსტერის წინ დგას, სადაც წერია — "სიდნი სვინის შესანიშნავი გენები აქვს". ფოტოზე სიტყვა "გენები" გადახაზულია და ჩანაცვლებულია — "ჯინსებით".
"გენები მშობლებიდან შთამომავლობაზე გადადის და ხშირად განსაზღვრავს ისეთ თვისებებს, როგორიცაა თმის ფერი, პიროვნება და თვალის ფერიც კი", — ამბობს მსახიობი რეკლამაში — "ჩემი ჯინსები კი ლურჯია".
სიტყვა "გენებზე" აქცენტმა, ხალხში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. მათი თქმით კამპანია თეთრკანიანების უპირატესობაზე მიუთითებს და "ნაცისტურ პროპაგანდას" ეწევა.
მსახიობის წინააღმდეგ მიმართულ კრიტიკას თეთრი სახლის კომუნიკაციების მენეჯერი, სტივენ ჩუნგიც გამოეხმაურა. მისი თქმით, "გაუქმების კულტურა" უკონტროლო გახდა.
"ეს დამახინჯებული და სულელური ლიბერალური აზროვნება არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ამერიკელებმა 2024 წელს ტრამპი აირჩიეს. ისინი დაიღალნენ ამ სისულელით", — წერს ჩუნგი X-ში.
სვინის წარმომადგენლებმა და კომპანია American Eagle-მა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს.
რაც შეეხება კამპანიას, ის American Eagle-ის ახალი შემოდგომის კოლექციისთვისაა, რომელშიც წარმოდგენილია შეზღუდული რაოდენობის ჯინსის ქურთუკები და "სიდნის ჯინსი", რომელიც მსახიობთან თანამშრომლობით შეიქმნა.
ფოტო: American Eagle
ჯინსებზე გამოსახულია პეპლები, რომლებიც ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ეძღვნება. კამპანიის თანახმად, გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლის დიდი ნაწილი გადაირიცხება არაკომერციულ ორგანიზაცია, Crisis Text Line-ში, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერის უფასო 24-საათიანი სერვისია.
ინტერნეტ მომხმარებლების ნაწილი ფიქრობს, რომ სარეკლამო კამპანიის კრიტიკა გაზვიადებულია. მათი თქმით, ხალხი ცდილობს ყველაფერს პოლიტიკური ელფერი შესძინონ, ზოგი კი ამ აზრს სრულიად ეწინააღმდეგება.
იხილეთ ფოტოები სიდნი სვინის American Eagle-ის ახალი კამპანიიდან:
ფოტო: American Eagle
ფოტო: American Eagle
ფოტო: American Eagle
ფოტო: American Eagle
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
კომენტარები