ლევან ხაბეიშვილი

29 Jul. 2025, 13:45

"ეს აჩვენებს აბსოლუტურ დეზორგანიზებას კრიმინალურ გუნდში, ქართულ ოცნებაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში. ეს აჩვენებს აბსოლუტურ ჩამოშლას მათსას და რაღაცნაირად ცდილობენ ახლა, რომ იქნება ფსიქოლოგიურად იმოქმედებენ ხაბეიშვილზე. დავაკავებთო დავიჭერთ ძალიან იოლი წარმოდგენა გქონიათ ბიჭებო — არ არის ასე მარტივად საქმე. ვინ ვის დაიჭერს მაგასაც ვნახავთ. დაგველოდეთ, ძალიან ბევრი საინტერესო რამ ვიცი თქვენს შესახებ სხვათა შორის.

მესმის მათი ისტერიკის. აბსოლუტურად სწორად არიან ისტერიკაში. აბსოლუტურად სწორად წუხს ის მინისტრად წოდებული გელა თუ ჯეკა თუ გეკა თუ აბსოლუტური ჯანდაბა. ვწუხვარ, მაგრამ აბსოლუტურ სიგიჟეში ხართ ბიჭებო." 

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა "TV პირველის" ეთერში მას შემდეგ, რაც გვერდმა "ყველაფერი პოლიციის შესახებ" სოციალურ ქსელში მისი დაკავება დააანონსა. 

ლევან ხაბეიშვილის თქმით, ეს გვერდი შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის კონტროლის ქვეშ არის.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ