10 მივიწყებული პაპსა სიმღერა, რომელიც თინეიჯერობას გაგახსენებთ
თუკი რამდენიმე წლის წინ ჯერ კიდევ ქლაბერი იყავი და ღამღამობით თბილისის კლუბებად წოდებულ დაწესებულებებში დაეხეტებოდით, ეს სიმღერები აუცილებლად გექნება მოსმენილი მაგრამ ალბათ წლებია აღარ გაგხსენებიათ. ეს ის პერიოდია, ელექტრონულ მუსიკას ფეხი ჯერ რომ არ ჰქონდა მოკიდებული და კლუბებში "საცეკვაოებს" უკრავდნენ.
ზოგიერთ მათგანს თავისი ნებით არც კი ჩართავს ვინმე, მხოლოდ უნებლიედ შეიძლება მოესმინა, მაგრამ გარკვეული ასოციაციები და მოგონებები მაინც გექნებათ.
"უი, ამ "ვეშით" რომ ტვინს ბურღავდნენ გახსოვთ?" - ასე მაინც გემახსოვრებათ.
1. Gym Class Heroes, “Cupid’s Chokehold” ft. Patrick Stump
იყო დრო, ეს სიმღერა მრავალი თბილისელის მანქანაში ისმოდა, მაგრამ წლებია ამ ქალაქს მსგავსი ჰანგები აღარ მოუსმენია. გაიხსენეთ, იქნებ თქვენც იქნევდით თავს ამ სიმღერაზე?
2. Kevin Rudolf - Let It Rock ft. Lil Wayne
ქალაქში ბოროტი ხმები დადის, რომ ამ სიმღერას ჯერ კიდევ უსმენენ. თქვენ გადაწყვიტეთ სიმართლეა თუ არა, მაგრამ არ უარყოთ, ერთ დროს თქვენც სიამოვნებით ჰყვებოდით "ლილ წაყნეს" რაღაცნაირ ხმას.
3. Damian Marley - Welcome To Jamrock
გინახავთ, 1994 წლის BMW-თი მოძრავი, ქართველი, სველ „პლატოკიანი“ ბაბულიკი? თუ კი, მაშინ დამეთანხმებით, რომ მათი მანქანიდან ყოველთვის ისმოდა დემიენ მარლის ჰანგები.
4. Duffy - Mercy
„მერსი, მერსი, მერსი - იე, იე იე!!!“ - მესმოდა ხოლმე ჩემი კლასელი გოგონებისგან. ვფიცავ, ვინმემ 2009 წლის თბილისზე ფილმის გადაღება რომ მთხოვოს ახალგაზრდა შეყვარებულ წყვილებზე, ამ სიმღერას აუცილებლად გამოვიყენებ საუნდტრეკად.
5. Paris Hilton - Stars Are Blind
წყეულიმც იყოს ყველა ის ვი-ჯეი, რომელიც პირველი სტერეოს ეთერში ამ სიმღერას გაუჩერებლად ატრიალებდა. ვხუმრობ, ჯანმრთელად და ბედნიერად იყვნენ, მაგრამ ჩვენს დამახინჯებულ ახალგაზრდობას რა პასუხს გასცემენ?!
პ.ს : ყველაზე საინტერესო ამ სიმღერის შესახებ ისაა, რომ ამ ყრუ ბგერებმა პერიზ ჰილტონის სასიმღერო კარიერა კუდიგორის გზას გაუყოლა.
6. Justin Bieber - One time
ხომ არ გეგონათ რომ დამავიწყდებოდა? რა დამავიწყებს, ჩემი კლასელი გოგო ამ სიმღერის მოსმენის შემდეგ რამდენიმე თვე (ან წელი) ამბობდა, რომ თავის შვილს ჯასტინ ბიბერს არქმევდა. გაიზარდა და დაჭკვიანდა, თორემ ახლა გვეყოლებოდა მოქალაქე ჯასტინ ბიბერ [...] (წერტილების ადგილას ნებისმიერი ქართული გვარი ჩასვით).
ნუ გარბიხართ საიტიდან! სიმართლეს თვალში ჩახედეთ! ბევრი თქვენგანი უსმენდა ამ სიმღერას!
7. High School Musical - We’re All In This Together
ჰეჰ, არ თქვათ არაო. არ მჯერა !!! იმ დროინდელი თინეიჯერები უკლებლივ ყველა, განსაკუთრებით გოგონები, ყველანი უყურებდით ამ ფილმს და ამ სიმღერაზეც ცეკვავდით ზუსტად ისე, როგორც ვიდეოშია.
ვაღიარებ.
თქვენ თუ ზაკ ეფრონი გიყვარდეთ…
მე ვანესას ვეტრფოდი ;(
8. Camp Rock - Gotta Find You
2008 წელს ჩემი შეყვარებული ამ სიმღერას მასმენინებდა (შესაძლოა ამიტომაც დავშორდით). როგორც გავარკვიე, იმ დროს ყველა შეყვარებული ახლად გათინეიჯერებული გოგონა ამ სიმღერით და ზოგადად Camp Rock-ითა და ძმები ჯონასებით იყო შეპყრობილი.
თავს ტყუილად ნუ მოიკატუნებთ, თქვენც… და ხშირად იმეორეთ This is Me.
9. Outlandish - Callin U
„ამ ქოლინგ იუ, ვიზოუმაგოზმავერი სოლინფოლინგტუ“ - ამ ოქროს სიტყვების ავთენტურობაში ეჭვი არასდროს შემიტანია, არც დღეს შემაქვს. ჩვენი თინეიჯერობის სიმღერაა და როგორც ვისწავლეთ, ისე ვმღერით, ენი პრობლემს?
თქვენც ასე მღეროდით, სანამ ინგლისურს ისწავლიდით.
„ოუ ნოუ ნოუ... “ - იეპ!
10. Madcon - Beggin
ბოლოს კლასიკით რომ არ დამესრულებინა, არ შემეძლო… 2007-08, რო არ მოგატყუოთ 2009 წელია და ბათუმის სანაპიროზე ვწევააარ… ხოოდა, ისმის „ბეგიიინ, ბეგიიინ იუუუ“, ყველა მხრიდან - მარჯვნიდან, მარცხნიდან, წინიდან, უკნიდან, ზემოდან, ქვემოდან. ყველგან ეს სიმღერა იყო, მათ შორის თქვენს ტელეფონებში და დიიიიდ, უზარმაზარ დისკიან პლეიერებშიც.
ნაძლევს ვდებ, ახლაც კი აგეცეკვათ.
ჯერ ამ სიმღერებს მოუსმინეთ, გაიხსენეთ თინეიჯერობა და გაგრძელებაც მალე იქნება.
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
კომენტარები