Toyota უკვე დიდი ხანია, ბაზრის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე გახდა, რასაც მისი მანქანების ხარისხი, გამძლეობა და კომფორტი განაპირობებს. მართალია, ტოიოტას მანქანებს იშვიათად ექმნებათ პრობლემები და მაინც და მაინც დიდი პრეტენზიულობითაც არ გამოირჩევიან, მაგრამ ხომ იცით, სიფრთხილეს თავი არასდროს სტკივა. მანქანის მფლობელებს ხშირად უჭირთ კარგი სერვისცენტრების პოვნა, სადაც ხარისხიან და სწრაფ მომსახურებას მიიღებენ. ზოგიერთები მანქანის შეკეთებას კუსტარულად ცდილობენ ხოლმე, რაც დიდი შეცდომაა. საუკეთესო გამოსავალი, რომ თქვენი ტოიოტა კვლავ პირვანდელ სახეს დაუბრუნდეს, მისი პროფესიონალებისთვის მინდობაა.

საქართველოში ასეთი მომსახურება ტოიოტა ცენტრი თეგეტას აქვს, რომელმაც რამდენიმე წლის წინ მთლიანად შეცვალა წარმოდგენა ავტომობილის სფეროში არსებული სერვისების შესახებ.

სწორედ ამიტომ, ჩვენ გაგიზიარებთ ხუთ მიზეზს, თუ რატომ ჯობია ტოიოტას ცენტრში ვიზიტი საკუთარი ძალებით შეკეთების მცდელობას.

1. ტოიოტა ცენტრი თეგეტა ოფიციალური დილერია

ფოტო: ტოიოტა ცენტრი თეგეტა

დიახ, საქართველოში ტოიოტას ოფიციალური დილერი ტოიოტა ცენტრი თეგეტაა, რომელიც თავის მომსახურებას თავიდან ბოლომდე უსადაგებს უმაღლეს სტანდარტებს. შესაბამისად, ტოიოტა ცენტრი თეგეტაში თქვენი მანქანის მიყვანა და მათი სერვისის არჩევა ნიშნავს, რომ ავტომობილს პროფესიონალების ხელში ტოვებთ. სერვისცენტრში დასაქმებული ადამიანები, დაწყებული მრჩეველებიდან, დასრულებული ხელოსნებით, უმაღლესი სტანდარტების დაცვით მუშაობენ. ხარისხისა და სანდოობის შესანარჩუნებლად, ტოიოტა ცენტრი თეგეტას თანამშრომლები გადამზადების კურსებს ხშირად გადიან, რაც ცხადია, სერვისის ეფექტურობას ზრდის.

2. ტოიოტა ცენტრი თეგეტა ქალაქის ცენტრში მდებარეობს, ასე რომ, შორს წასვლა არ მოგიწევთ

ტოიოტა ცენტრი თეგეტას თანამედროვე, ბრენდის ოფიციალური რეკომენდაციებითა და სტანდარტებით შექმნილი სერვისცენტრი ვაკეში, უნივერსიტეტის ქუჩის 6 ნომერში მდებარეობს.

მიდიხართ უნივერსიტეტის ქუჩის 6 ნომერში, ტოვებთ თქვენს მანქანას გარეთ და შედიხართ შენობაში. იქ გხვდებათ სპეციალური სივრცე, სადაც კარგად მომზადებულ სპეციალისტებთან გადიხართ კონსულტაციას. ისინი ხელოსანსა და თქვენ შორის ერთგვარი შუამავლები არიან. შესაბამისად, თქვენ არც არაფრის გაკეთება გიწევთ. თქვენს მანქანას ჩააბარებთ პერსონალს და ისინი უმოკლეს დროში, სულ რამდენიმე წუთში გეტყვიან, თუ რა სჭირდება თქვენს ავტომობილს და თუ თანახმა იქნებით, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებენ შეკეთებას.

სანამ სერვისის მრჩეველის რეკომენდაციებს დაელოდებით, შეგიძლიათ მოკალათდეთ კომფორტულ მოსაცდელ ზონაში, ისარგებლოთ უფასო ინტერნეტით და მიირთვათ ყავა. ან სულაც, დაათვალიეროთ ტოიოტას უახლესი მოდელები, რომლებიც შოურუმში დგას.

3. ტოიოტა ცენტრი თეგეტაში დიდი არჩევანი და საუკეთესო მომსახურება აქვთ

ფოტო: ტოიოტა ცენტრი თეგეტა

  • ავტომობილის ელექტროსისტემის დიაგნოსტირება/შეკეთება

ავტომობილებს შორის ყველაზე ხშირი პრობლემა სწორედ ელექტროსისტემას უჩნდებათ ხოლმე, თუმცა მისი შეკეთება ყველას ისე არ გამოსდის, როგორც პროფესიონალებს. ტოიოტა ცენტრი თეგეტაში დიაგნოსტირება ქარხნული სპეც-მოწყობილობების საშუალებით ხდება და მას ტოიოტაზე სპეციალიზირებული ტექნიკური პერსონალი ატარებს.

  • სავალი ნაწილების დიაგნოსტირება/შეკეთება

თუ თქვენ გაუვალ გზებზე მოგიწევთ სიარული ან უბრალოდ დიდი ხანია თქვენი ავტომობილის სავალი ნაწილები არ შეგიმოწმებიათ, ამაშიც თანამშრომლები დაგეხმარებიან, რომლებიც ასპროცენტიანი სიზუსტით სვამენ დიაგნოზს. შესაბამისად, თქვენ ზუსტად გეცოდინებათ, რა პრობლემა აქვს თქვენს მანქანას და თუ შეკეთებას გადაწყვეტთ, ტოიოტას სერტიფიცირებული ტექნიკოსები ავტომობილს უმოკლეს დროში ჩაგაბარებენ.

რაც მთავარია, ტოიოტა ცენტრი თეგეტაში მხოლოდ ორიგინალური წარმოების სათადარიგო ნაწილებს იყენებენ. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ძრავისა და სხვადასხვა აგრეგატების დიაგნოსტირება/შეკეთების სერვისითაც.

ყველაფერთან ერთად, აქ სათუნუქე/სამღებრო სამუშაოებსაც დიდ ყურადღებას აქცევენ. სამღებრო-სათუნუქე უბანი აღჭურვილია უახლესი მოდელის დანადგარებით, აპარატურითა და სახარჯი მასალებით.

4. ტოიოტა ცენტრი თეგეტაში მხოლოდ პროფესიონალები მუშაობენ

თითოეულ თანამშრომელს გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი Toyota-Nippon-ის ტრენინგები და გააჩნია შესაბამისი გამოცდილება.

ფოტო: დიმიტრი სანაია / On.ge

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტექნიკოსები იცავენ ტოიოტას მიერ დადგენილ სანიტარულ ნორმებსა და სტანდარტებს, შესაბამისად ტექნიკოსები მუდამ მოწესრიგებულები და სამუშაოზე კონცენტრირებულები არიან.

5. ტოიოტა ცენტრი თეგეტას ექსკლუზიური მომსახურება აქვს - "ტოიოტა კომფორტი"

თუ თქვენ არ გაქვთ საკმარისი დრო, რომ საკუთარი მანქანა თავად მიიყვანოთ სერვისცენტრში და ადგილზე მიიღოთ მომსახურება, მაშინ ტოიოტა ცენტრი თეგეტას ექსკლუზიური შემოთავაზება ნამდვილად გამოგადგებათ. კომპანია გთავაზობთ, რომ თქვენი ავტომობილი, ნებისმიერი მისამართიდან, სერვისის მრჩეველმა ან ევაკუატორმა წამოიყვანოს, ამ არჩევანს თავად აკეთებთ. მარტივად რომ ვთქვათ, რეკავთ და ეუბნებით, რომ გსურთ "ტოიოტა კომფორტით" ისარგებლოთ. ამის შემდეგ კი კომპანია აგზავნის თანამშრომელს, რომელიც მანქანას სერვისცენტრში მიიყვანს, დიაგნოსტირებას ჩაუტარებს და შედეგებს შეგატყობინებთ. თუ თანახმა იქნებით შეკეთებაზე, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებენ მანქანის რემონტს, ხოლო როცა დაასრულებენ, კვლავ მისამართზე მოგიყვანენ.

შეგიძლიათ მანქანა თავად მიიყვანოთ და შემდეგ სერვისის მრჩეველს მოაყვანინოთ ან პირიქით, ეს არჩევანიც თქვენზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვანია ის, რომ ეს მომსახურება მნიშვნელოვნად დაგიზოგავთ დროსა და ენერგიას. მით უმეტეს, თუ სრულ სამუშაო განაკვეთზე მუშაობთ ან უბრალოდ არ გცალიათ სერვისცენტრში მისასვლელად.

ასე რომ, მანქანაზე ზრუნვა სულაც არაა რთული. კომფორტული და ერთგული სამსახურისთვის კი თითოეული ტოიოტა ნამდვილად იმსახურებს საუკეთესო სერვისს.