ბიძინა ივანიშვილი

24 Jul. 2018, 22:46

ის რომ მე არაფორმალურად არ ვმართავდი ხელისუფლებას და მთავრობას, ამის კარგი მაგალითი თუ ნებავს ოპოზიციას, აგერ არის კვირიკაშვილი თქვას რამდენად ვმართავდი და ვერეოდი მის ფუნქციაში.

რა თქმა უნდა, ასე არ იყო. მცდელობაც კი არ მქონია, მცდელობა მქონდა ამ ნაწილში რომ ბანკებმა გადაჭამეს ქვეყანა და რეგულაციები უნდა შემოეღოთ, რასაც ვერაფრით ვერ მივაღწიე.

ზარები მასთან არ მქონია, თვითონ თუ ჰქონდა ჩემთან ფორმალური ზარები და თუ რამეს შემეკითხებოდა. იმას, რასაც მაბრალებენ და არაფორმალურ მმართველობას ეძახიან, მათ საზოგადოებრივ კონტროლში ერევათ და ერევათ იმაში, რაც მე მითქვამს ტელევიზიით, რომ მაქვს საზოგადოების ნდობა და ამ ნდობით შემიძლია ვისარგებლო და ხელისუფლება გავაკრიტიკო.

კონტროლი, რასაც ჰქვია საზოგადოების და რაშიც ჩვენ გამოცდილება ცოტა გვაქვს, საზოგადოება ამას ვერ ახერხებს და მე გარკვეულწილად ვავსებ, მე რაც ნდობა მაქვს საზოგადოებასთან მათ უკან ვუბრუნებ, ხალხი ამ კონტროლს ანგარიშს უწევს. მე გაფაციცებით ვადევნებდი თვალყურს, როგორ ვითარდება პროცესები.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  5. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს

ფედერალურმა მოსამართლემ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დაავალა, აღადგინოს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს…