მოწყობილობა, რომლის დახმარებითაც აღარაფერს დაკარგავთ
ფოტო: Trackr Bravo
ოდესმე გქონიათ შემთხვევა, როდესაც დაგვიწყებიათ სად დააყენეთ თქვენი მანქანა? - მე კი. ნუ იტყვით რომ არა.
წარმოიდგინეთ უდიდესი სავაჭრო ცენტრი, რომელსაც დიდი ავტოსადგომი აქვს, თქვენ კი ერთი ციცქნა ადამიანი, ავტომობილების ჯარში, ძლივს პოულობთ გასაჩერებელ ადგილს. შემდეგ მიდიხართ საყიდლებზე, ბრუნდებით და ჰოი საოცრებავ, მანქანას ვეღარ პოულობთ.
არაუშავს!
ასეთი შემთხვევებისგან თავის ასარიდებლად უკვე არსებობს გამოსავალი და მას GPS ჰქვია. თუმცა, ალბათ დამეთანხმებით, კარგი და გამართული აპარატურის შეძენა ძვირი სიამოვნებაა, თანაც მისი დაყენება პროფესიონალის დახმარების გარეშე ფაქტობრივად წარმოუდგენელია.
კიდევ ერთხელ არაუშავს!
თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს. არავისთვის არ არის ახალი, რომ ტექნოლოგიები ყოველდღიურად ვითარდება და ადამიანები ისეთ მოწყობილობებს ქმნიან, რომლებიც ჩვენს ნაცვლად წყვეტენ ყველანაირ პრობლემას. სწორედ ერთ-ერთი მათგანია ახალი, ინოვაციური მოწყობილობა-აპლიკაცია, რომელიც თქვენს ავტომობილს, და არამარტო მას, სხვა ნებისმიერ ნივთსაც, თქვენს ტელეფონში გადმოიტანს.
ფოტო: Trackr Bravo
რა ნივთია ეს და როგორ მუშაობს?
ალბათ ამ ნივთის აღმოჩენა ყველაზე მეტად მამებს და დედებს გაახარებთ. მას TrackR ჰქვია და მისი საშუალებით შეგიძლიათ ყველა და ყველაფერი აკონტროლოთ.
პირველ რიგში ეს მოწყობილობა უნდა შეიძინოთ, რომელიც სულ რაღაც 29 დოლარი ღირს.
ამის შემდეგ გადმოწეროთ უფასო აპლიკაცია, განურჩევლად მობილური ტელეფონის მოდელისა, პროცესორისა, სისტემისა, სქესისა, რასისა, რელიგიური მრწამსისა და ა.შ. ხოლო შემდეგ, აპლიკაციის ჩართვისას, მობილური ტელეფონის ეკრანზე გამოჩნდება ნივთის დასახელება და მისი ადგილსამყოფელი.
ფოტო: Trackr Bravo
თქვენმა შვილმა გითხრათ, რომ კინოში მიდიოდა, მაგრამ ამ დროს კლუბში წაბრძანდა? ან მანქანა უბანში სასეირნოდ გთხოვათ და ამ დროს ტრასაზე თავქუდმოგლეჯილი დაატარებს თქვენს ავტომობილს? - ვერ მივართვით! თქვენ შეგიძლიათ ეს მოწყობილობა ჩაუგდოთ ჩანთაში, ჩამოკიდოთ გასაღებზე ან თუნდაც მიამაგროთ ტანსაცმელზე და ის ქალბატონი ან ვაჟბატონი, ვერასოდეს ვეღარ მოგატყუებთ!
ჩემმა მეგობარმა მესამედ დაკარგა ძაღლი. კი ბატონო, ყველა ვთანხმდებით რომ მას ძაღლი აღარასდროს უნდა ჰყავდეს, მაგრამ თუ მაინც ძალიან უნდა? არ არის პრობლემა, ამიერიდან მას შეუძლია ეს მოწყობილობა საყელურზე დაუმაგროს და ის არასოდეს აღარ დაკარგავს ჯეკას, ჯენას, ჩარლის და ა.შ. (ცხადია, თუ ტელეფონსაც არ დაკარგავს).
სად შეიძლება მისი შეძენა?
ეს პროდუქტი საქართველოში ჯერ-ჯერობით არ იყიდება, თუმცა გლობალიზაციამ მოიტანა ის, რომ თქვენ, ნებისმიერი სხვა ნივთის მსგავსად, შეგიძლიათ TrackR გამოიწეროთ. ამისათვის დააკლიკეთ აქ.
იმისათვის რომ ნახოთ როგორ ხდება ამ ნივთის პრაქტიკაში გამოყენება, გთხოვთ უყუროთ ვიდეოს.
აბა თქვენ იცით, იმედია აწი აღარაფერს დაკარგავთ.
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა

კომენტარები