რუსთავში არასრულწლოვნებზე ძალადობის საქმეზე გამოძება დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით ქალი არასრულწლოვნებს ცივი იარაღით მისდევდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროშიში აცხადებენ, რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლი პირველი პრიმა ნაწილით, რაც არასრულწლოვნის მიმართ ძალადობას გულისხმობს. უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება დაადგენს ჰქონდა თუ არა ადგილი მსგავს ინციდენტს.