ზღვაზე დასასვენებლად და მთელი წლის მანძილზე დახარჯული ძალების აღსადგენად მივდივართ, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თაკარა მზის გულზე გასარუჯად წამოწოლილებს, ჩვენს ირგვლივ მოფუსფუსე ტურისტებზე დასაკვირვებლად საერთოდ ვერ ვიცლით.

მეტიც, ზღვის სანაპიროზე დროის გატარება ერთგვარი ცოცხალი პროცესია, რომელსაც სხვადასხვა ნამდვილი პერსონაჟები, სრულიად ბუნებრივად, კიდევ უფრო საინტერესოს ხდიან ხოლმე.

სწორედ ამიტომ, წარმოგიდგენთ 10 ტიპის ადამიანს, რომელსაც ზღვაზე შეხვედრიხართ, ან მომავალში აუცილებლად შეხვდებით.

1. ე.წ. მაშველი, რომელიც ნაპირიდან ლამის თურქეთის საზღვრამდე მიცურავს

ფოტო: giphy

და შენ მესამე წელია წყალზე გაჩერებას ვერ სწავლობ.

2. ის, ვინც სულ ნაპირთან ზის და წყალში მხოლოდ ფეხებს ჰყოფს

ფოტო: giphy

ნუ თუ ითვლება, სახეზე ცოტა წყალსაც იწუწავს ხოლმე.

3. ტურისტი, რომელიც უამრავ სურათს იღებს

ფოტო: giphy

განსაკუთრებით პეპლები და თოლიები მოსწონს.

4. მუდმივად სიმინდით შეიარაღებული ადამიანი

ფოტო: giphy

წყალშიც სიმინდით რომ შედიან, ისეთებიც არსებობენ

5. ქრონიკულად თეთრი ადამიანი, რომელიც ორ წუთში ერთხელ იმატებს მზისგან დამცავ კრემს

ფოტო: giphy

თავზე ქოლგა, მხრებზე პირსახოცი და ფეხებზე დამცავი კრემი - როგორც ჩანს, ეს ადამიანი ერთხელ საშინლად დაიწვა და მერე ჭკუა ისწავლა.

6. ძალიან შავი გოგო, რომლის საბოლოო მიზანიც საავადმყოფოში აღმოჩენაა

ფოტო: giphy

ძლივს ითმენ, რომ არ მიხვიდე და არ უთხრა: გადაბრუნდი, უკვე 5 საათია ასე წევხარ.

7. 3-4 წლის აუტანელი ბავშვი, რომელიც თავში კენჭებს გვესვრის, გვწუწავს და აუტანლად იქცევა

ფოტო: giphy

და დედამისი/მამამისი იქვე დგას და "დედა/მამა ენაცვალოს" სახით უყურებს.

8. ძალიან ჩაცმული ადამიანი, რომელიც წყალში შორტით, მაისურით, ჟაკეტით, წინდებით და შარფით შედის

ფოტო: giphy

ნეტავ ოდესმე გვიყვარდეს ჩვენი სხეული ისეთი, როგორიც არის.

9. ათლეტი

რომელიც, კიდევ ერთხელ გარწმუნებს, რომ ამდენს არ უნდა ჭამდე.

10. მეგობარი, რომელიც თუ გაიგებს, რომ ცურვა არ ვიცით, დაგვცინის, მაგრამ ცურვას მაინც არ გვასწავლის

ფოტო: giphy

და ეს ყოველ წელს მეორდება.