რამ გამოიწვია ბოლო პერიოდის ეკონომიკური ზრდა და როგორ შევამციროთ ჭარბი ვალი
ფოტო: Yeshiva University
დავიწყოთ მადლობით და ამ მადლობის ადრესატი ერთმნიშვნელოვნად საქართველოს ეკონომიკის კერძო სექტორია, რომელიც 1995 წლიდან მოქმედი მარქსისტული საგადასახადო კოდექსის და 2012 წლიდან ქართული ოცნების ავტორიტარულ–ჰიბრიდული რეჟიმის პირობებშიც კი, ინარჩუნებს და ავითარებს სამეწარმეო კულტურას და მზად არის, გასწიოს ხარჯები ბიზნესის გაფართოებისთვის და გამოშვების გაზრდისთვის, როგორც კი სახელმწიფოსგან მიიღებს ამოსუნთქვის საშუალებას.
2018 წლის იანვარ–მაისში ეკონომიკის რეალური ზრდის წინასწარი შეფასების საშუალო მაჩვენებელს 6.1% ნიშნულზე (მაისი: 7,5%; აპრილი: 6.5%; პირველი კვარტალი: 5.3%), რომელიც რეკორდულია უკანასკნელ ექვს წელიწადში, აქვს ობიექტური საფუძვლები და სამი ძირითადი მიზეზით არის განპირობებული:
1) იურიდიული პირებისათვის მოგების დაბეგვრის ესტონური მეთოდის დადებით ეფექტს, რომელიც საქართველოში 2017 წლიდან მოქმედებს, სხვა თანაბარ პირობებში 2018 წელს ხომ მაინც უნდა გამოეღო დადებითი შედეგი?!
2) ზედმეტობით გადახდილი დღგ–ს სწრაფად უკან დაბრუნების მექანიზმის ამოქმედებით, რომელმაც მიმდინარე წლის იანვარ–ივნისში სახელმწიფო ხაზინის უკანასკნელი მონაცემებით 225 მლნ ლარი შეადგინა, და რომელიც კერძო სექტორმა ბიზნესის გაფართოებაში და გამოშვების გაზრდაში გადაამისამართა.
3) 2018 წლის დასაწყისიდანვე ანტიინფლაციური პროცესებით, რასაც ხელი შეუწყო ერთის მხრივ ზომიერად მკაცრმა მონეტარულმა პოლიტიკამ 2017 წლის განმავლობაში, და მეორე მხრივ, აქციზის მატებით გამოწვეული ერთჯერადი ფაქტორის ამოწურვამ.
ჭარბვალიანობა წარმოადგენს მიმდინარე გამოწვევას არა მხოლოდ კერძო სექტორისთვის, არამედ სახელმწიფო სექტორისთვისაც და ჯერ კიდევ 2013 წლიდან იღებს სათავეს
ყოველივე ამან, ადაპტირებული და მოქნილი გაცვლითი კურსის პირობებში ხელი შეუწყო ექსპორტის გაზრდას, მზარდი სავალუტო ნაკადების, მათ შორის ცალხმრივი ტრანსფერების, ე.ი. ემიგრანტთა გადმორიცხვების ფონზე შიდა მოხმარების და სამშენებლო ინვესტიციების წახალისებას, რაც აპრილ–მაისში რეალური ზრდის შედარებით მაღალი მაჩვენებლებით უკან დაუბრუნდა ეკონომიკას.
ამით ხომ ქართულმა ოცნებამ თავად შექმნა პრეცედენტი, რომლის მიხედვით საკუთარი პარადიგმის ორმოცდახუთი გრადუსით შემობრუნება საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ აპრილ–მაისში ეკონომიკას მიეღწია ზრდის შედარებით მაღალი მაჩვენებლისთვის, რომელიც უკანასკნელი ექვსი წელიწადი დავიწყებას იყო მიცემული.
სავარაუდო იყო, რომ დღგ–ს სწრაფი დაბრუნების დადებითი ეფექტი ეკონომიკის ზრდაზე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ივნისის თვეშიც კიდევ იმოქმედებდა და აღნიშნულის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია 30 ივლისს გახდება ცნობილი, მაგრამ ივლისიდან აღნიშნული ფისკალურ–ტექნიკური მექანიზმის ეფექტი საგრძნობლად შესუსტდება.
თუ მთავრობას სურს, რომ ეკონომიკური ზრდისთვის ფისკალური წახალისების ტენდენცია წლის ბოლომდე შეინარჩუნოს, მან მყისიერად უნდა შეამციროს აქციზური გადასახადი ნავთობპროდუქტებზე. ეს კონტრციკლური ღონისძიება ხელს შეუწყობს, რომ წლის ბოლომდე შიდა მოხმარება არ გადახურდეს, ხოლო შემოდგომისთვის წაახალისებს ეროვნული წარმოების კონკურენტუნარიანობას ძირითად საექსპორტო ბაზრებზე.
ტექნოლოგიების და ძირითადი საშუალებების გადაიარაღების გამო, რაც უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ნამდვილად განხორციელდა კერძო სექტორში, წარმოების ფიქსირებული ხარჯები რჩება კვლავაც მაღალი, მეწარმეები ვერ გადიან ჯერჯერობით სკალარული მასშტაბის ეფექტზე და ვერც გავლენ ალბათ უახლოეს ათ წელიწადში, რის გამოც მათთვის საწვავის ნებისმიერი გაიაფება თუნდაც მცირედი, მაგრამ მაინც შეღავათი იქნებოდა.
2013–2015 წლებში დაგროვებული ვალი გახდა იმიტომ ჭარბი, რომ წლიდან წლამდე უკუგება მცირდებოდა იმ პროექტებიდან, რომელთა დაფინანსებისთვისაც ხდებოდა ვალის აღება
სხვა თანაბარ პირობებში 2019–2020 წლებისთვის ტენდენციის შენარჩუნებას დასჭირდება მიმდინარე წელსვე დადებითი მოლოდინების შექმნა ისეთი რადიკალური ღონისძიებებით, როგორიცაა მაგალითად დღგ–ს და საშემოსავლოს განაკვეთების 15%–მდე შემცირება, დეფიციტური ხარჯვის განულებაზე ორიენტაციის აღება და სახელმწიფო ხარჯების სტრუქტურის კონსერვატიულად დაგეგმვა.
და ამით საბოლოოდ მაინც მივდივართ მონოტონურ შეკითხვამდე: "არის ქართული ოცნება მზად, რომ საკუთარი ჩავარდნების გამოსწორებაზე ხელები არ აუკანკალდეს და შეცვალოს პარადიგმა?"
კიდევ ერთხელ გავმეორდები, რომ ასეთ რადიკალურ ნაბიჯებზე წასვლა გაცილებით ურისკო იქნებოდა 2013 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წელიწადს, რადგან "ქართულმა ოცნებამ" სახელმწიფო ფინანსების მართვა გადაიბარა ორმილიარდიანი ბუფერით, ნაკლები შიდა და საგარეო ვალებით და ვალებზე მომსახურების ნახევარი ტვირთით დღევანდელთან შედარებით.
ამასთან, პრობლემის მიზეზებიდან გამომდინარე უნდა შეწყდეს ჭარბვალიანობის თემით პოლიტიკური სპეკულაციებიც, პოპულიზმიც და მუქარებიც ქართული ოცნების მხრიდან.
მიმდინარე ჭარბვალიანობა არის გვიანი შედეგი იმ მფლანგველი საბიუჯეტო პოლიტიკისა და სტრუქტურული რეფორმების ჩავარდნებისა, რომლებზეც 2013–2015 წლებში პასუხისმგებელი იყო მხოლოდ თავად ქართული ოცნება და სხვა აბსოლუტურად არავინ.
ჭარბვალიანობა წარმოადგენს მიმდინარე გამოწვევას არა მხოლოდ კერძო სექტორისთვის, არამედ სახელმწიფო სექტორისთვისაც და ჯერ კიდევ 2013 წლიდან იღებს სათავეს.
2013–2015 წლებში დაგროვებული ვალი გახდა იმიტომ ჭარბი, რომ წლიდან წლამდე უკუგება მცირდებოდა იმ პროექტებიდან, რომელთა დაფინანსებისთვისაც ხდებოდა ვალის აღება.
იმისთვის რომ "ქართულმა ოცნებამ" უკუგების ასპექტი გაიაზროს, საკუთარ თავს უნდა დაუსვას შემდეგი შეკითხვა: "მიიღო ეკონომიკამ ეროვნული შემოსავლის შემქმნელთა და სახელმწიფომ გადასახადის გადამხდელთა უფრო მეტი რაოდენობა, თუ მათი გამოჯანმრთელებისთვის, განათლებისთვის, უფასო ხვნა–თესვისთვის და სხვა მრავალ პროექტზე ისე გაზარდა ხარჯები, რომ ამ ხარჯვითი ვალდებულებების დასაფინანსებლად ვალების აღება დასჭირდა?"
იმისთვის რომ საზოგადოებამ უკუგების ასპექტი გავიაზროთ, ჭარბვალიანობის დაგროვების წლების მიხედვით უნდა შევადაროთ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები (2017: 5%; 2016: 2.8%; 2015: 2.9%; 2014: 4.6%; 2013: 3.4%; 2012: 7.2%; 2011: 6.4%), რომლებიც საგრძნობლად ჩამორჩებოდა 2012 წლამდე პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებლებს და მხოლოდ 2018 მიუახლოვდა 2011 წლის ნიშნულს.
ე.წ. რეგულაციების პაკეტი ემსახურება იმას, რომ არ გაიზარდოს ჭარბვალიანობა. ე.ი. რეგულაციები არის მხოლოდ პრევენციული ხასიათის, მაგრამ რეგულაციებით ჭარბვალიანობის პრობლემა არ გადაიჭრება.
ჭარბვალიანობა წარმოადგენს სისტემურ რისკს და გამოწვევას ფინანსური სტაბილურობისათვის, რომლის დაძლევის ერთადერთი რეცეპტი ეკონომიკურ ზრდაზე და უკუგების მატებაზე გადის.
-
ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო
გადახედვა
-
შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო
-
Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში
გადახედვა
-
GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს
გადახედვა
-
სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა
გადახედვა
-
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება
გადახედვა
-
BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს
გადახედვა
-
სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა
-
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
კომენტარები