საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ჩვენთვის ვაჭრობა არაა - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი
ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
"ჩვენ გვჭირდება ევროპული აღმოსავლეთის პოლიტიკა", - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის დროს განაცხადა.
მისი განცხადებით, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების კურსს და ამ გზაზე უმნიშვნელოვანესი ეტაპი საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭებაა.
„თბილისში არა მარტო პარლამენტის წინ ფრიალებს ევროკავშირის დროშა, ბევრ ქვეყანაში ეს ესე არ არის, ამ ლურჯ დროშას ყვითელი ვარსკვლავებით თბილისში ყველგან შეხვდებით და ეს ჩვენ გვახარებს. ეს არის გარეგნული გამოხატულება იმისა, რასაც ქართველები შინაგანად გრძნობენ. ამიტომაც ჩვენ ჩვენი პოლიტიკა უნდა დავუახლოვოთ ამას, უკეთესი პოლიტიკა ვაწარმოოთ ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორიც საქართველოა", - განაცხადა ჰაიკო მაასმა.
მისი თქმით, საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმების ტემპი აიღო და ამ თვალსაზრისით რეგიონში წამყვანი ქვეყანაა.
"ამაში ჩვენ მომავალშიც გვინდა მხარი დაგიჭიროთ“-განაცხადა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
საკუთარ გამოსვლაში მან ასევე ყურადღება გაამახვილა ნატო-საქართველოს პარტნიორობაზე და ნატოს მოახლოებულ სამიტზე. მისი თქმით, საქართველო ნატოს მჭიდრო პარტნიორია და ეს გამოიხატება როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს აქტიური ჩართულობით, ასევე ნატოს სამიტში საქართველოს მონაწილეობით.
"უსაფრთხოების საკითხებშიც ჩვენ საქართველოს გვერდით ვდგავართ და ბოლომდე ვიდგებით, ეს ეხება კონფლიქტურ რეგიონებსაც. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ჩვენთვის არ არის ვაჭრობის საგანი და ამაში მომავალიც არაფერი არ შეიცვლება", - განაცხადა მინისტრმა.
ჰაიკო მაასის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წარმოდგენილი იქნება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სახით.
"ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ 70 შესანიშნავი ქართველი მწერალი იქნება წარმოდგენილი გამოფენაზე, მათი ნაშრომები და ეს წიგნები გვიჩვენებენ, რომ ქართველები ევროპულად აზროვნებენ და ევროპულად გრძნობენ. მართლაც ისინი გვიდასტურებენ, რომ საქართველო ძალიან ახლოს არის ევროპასთან", - განაცხადა მინისტრმა.
დავით ზალკალიანისა და ჰაიკო მაასის შეხვედრა ბერლინში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
-
ახლად აღმოჩენილ მცენარიჭამია მწერებს ტეილორ სვიფტის სახელი დაარქვეს ახლად აღმოჩენილ მცენარიჭამია მწერებს ტეილორ სვიფტის სახელი დაარქვეს
გადახედვა
-
თეგეტა იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის კამპანიას კიდევ ერთი კომპანია შემოუერთდა თეგეტა იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის კამპანიას კიდევ ერთი კომპანია შემოუერთდა
-
"თბილისი დადგება ისეთი ქალაქების გვერდით, როგორიცაა ნიუ-იორკი, ჩიკაგო..." - Trump Tower-ის პრეზენტაცია "თბილისი დადგება ისეთი ქალაქების გვერდით, როგორიცაა ნიუ-იორკი, ჩიკაგო..." - Trump Tower-ის პრეზენტაცია
გადახედვა
-
"ეს პროექტი არც თბილისისთვის და არც თბილისელებისთვის არ არის" — საბა ბუაძე Trump Tower Tbilisi-ზე "ეს პროექტი არც თბილისისთვის და არც თბილისელებისთვის არ არის" — საბა ბუაძე Trump Tower Tbilisi-ზე
გადახედვა
-
Ad Black Sea 2026 -ზე საქართველოს ბანკის კამპანიებმა საერთო ჯამში 11 ჯილდო მოიპოვეს Ad Black Sea 2026 -ზე საქართველოს ბანკის კამპანიებმა საერთო ჯამში 11 ჯილდო მოიპოვეს
-
აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
-
ანდრია ჯაღმაიძე: იმედია, დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისთვის ანდრია ჯაღმაიძე: იმედია, დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისთვის
გადახედვა
-
3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით 3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით
გადახედვა
-
CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს
გადახედვა
-
საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ
გადახედვა
-
ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს
გადახედვა
-
რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა
გადახედვა
-
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია
გადახედვა
-
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
-
პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს
გადახედვა
-
რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას? რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას?
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო
გადახედვა
-
POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა
გადახედვა
კომენტარები