ზაფხულში მზის სათვალეები არამარტო მოდური აქსესუარია, არამედ თვალის დამცავის ფუნქციასაც ასრულებს. მეტსაც გეტყვით, უამრავი ადამიანი ძირითადად ამ დანიშნულებისთვის იყენებს და მოდაზე საერთოდაც არ ღელავს. საქმე ისაა, რომ ხშირად ჩვენ შეცდომას ვუშვებთ, როცა ვფიქრობთ, რომ ყველა მზის სათვალე ერთნაირად იცავს თვალებს ულტრაიისფერი სხივებისგან.

სამწუხაროდ, ყველა სათვალე ერთნაირად ეფექტიანი არ არის. არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ, სანამ სათვალეს შეარჩევთ. აქვე გეტყვით, რომ ეს პროდუქტის ფასზე არ არის დამოკიდებულები. ძვირი სათვალე არ ნიშნავს აუცილებლად საუკეთესო დამცავს. საშუალო და დაბალფასიანი მზისსათვალეც შეიძლება იყოს ზუსტად ის, რაც გჭირდებათ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

როდესაც საქმე მხედველობის დაცვას ეხება, მზის სათვალის შერჩევამდე სპეციალისტების რეკომენდაციებიც უნდა გაითვალისწინოთ.

"პირველ რიგში გახსოვდეთ, რომ მზის სათვალის ეფექტიანობა არ არის დამოკიდებული მის ფასსზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩარჩო და თვალის საფარი, რომელიც 100%-ით იცავს ულტრაიისფერი სხივებისგან", - ამბობს დიბა ჩადრი, Cosmopolitan Eyecare-ის ოფთალმოლოგი.

კიდევ ერთი სპეციალისტი, მუზა ამავი ამბობს, რომ სათვალის შეძენის დროს დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ ლინზასა და ჩარჩოს. მისი აზრით, საუკეთესო გზა, რომ ეფექტიანი სათვალე შევარჩიოთ, ოპტიკური მაღაზიების მონახულებაა.

"ლინზისა და ჩარჩოს ხარისხი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ოპტიკურ მაღაზიებში იაფად შეგიძლიათ შეიძინოთ. მე სწორედ ამას გირჩევდით, რადგან მოდური ბრენდები ხშირად კარგ დამცავ სათვალეებს არ აწარმოებენ", - ამბობს მუზა ამავი.

იმის გასარკვევად თუ რამდენად არის სათვალე ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი, აუცილებლად უნდა ეწვიოთ ოფთალმოლოგს. ოპტიკურ მაღაზიებში შეძენილი სათვალეები იმითაც არის კარგი, რომ იქ ექიმების პოვნაც შეიძლება, რომლებიც თქვენი თვალის მდგომარეობას ადგილზე შეისწავლიან და საუკეთესო რჩევებს მოგცემენ.

არის კიდევ ერთი რამ - ზოგიერთ სათვალეს სტიკერებზე ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვის შესახებ არასწორი ინფორმაცია აწერია. სწორედ ამიტომ, ფრთხილად უნდა იყოთ და აუცილებლად გაადაამოწმოთ, რამდენად შეესაბამება მოცემული ინფორმაცია სიმართლეს.

საუკეთესო დამცავი ისეთი სათვალეა, რომელსაც დაცვის UV400 მონაცემი აქვს. UV400 დაცულობა ნიშნავს, რომ თქვენი სათვალე მზისგან მოსალოდნელი ყველა შესაძლო საფრთხისგან იცავს.

მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, რომ ულტრაიისფერი სხივები მხოლოდ მზიან დღეს არ არის სახიფათო. გავრცელებული სტიგმა, რომ ღრუბლიან დღეს ადამიანს სათვალე არ უნდა ეკეთოს, სინამდვილეში არასწორია. ულტრაიისფერ სხივებს თვალების დაზიანება ღრუბლიან ამინდშიც შეუძლია, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ.