მუსიკა, ტოჩინოშინი და ფეხბურთი - Tbilisi Open Air 2018-ის პირველი დღის ფოტორეპორტაჟი
22 ივნისს Tbilisi Open Air 2018 ენერგიულად დაიწყო. ახალგაზრდები Lisi Wonderland-ის ტერიტორიაზე დღის მეორე ნახევრიდან იკრიბებოდნენ და საყვარელი მუსიკოსების მოსასმენად ემზადებოდნენ. როგორც ყოველთვის, საფესტივალო ტერიტორიაზე ძალიან კრგი ინფრასტრუქტურაა მოწყობილი. მუსიკის გარდა, ლისზე უამრავი გასართობია. თქვენ შეგიძლიათ ითამაშოთ ფეხბურთი, რეტრო ვიდეო თამაშები, ფრენბურთი და სხვ. გარდა ამისა, ფესტივალის ტერიტორიაზე ტოჩინოშინსაც შეხვდებით, რომელთანაც ფოტოს გადაღებას შეძლებთ. მეტი ეფექტურობისთვის, თქვენ შეგიძლიათ სუმოისტის ფორმაც მოირგოთ და ქართველ ოძეკს დაეჭიდოთ.
ფესტივალის ტერიტორიაზე მოსასვენებელი ადგილებიცაა, სადაც შეგიძლიათ ჰამაკზე წამოწვეთ, წიგნი წაიკითხოთ ან უბრალოდ დაისვენოთ და მუსიკას მოუსმინოთ.
Tbilisi Open Air 2018 საღამოს კიდევ უფრო ენერგიული გახდა, როცა მთავარ სცენაზე Sevdaliza გამოჩნდა. წარმოშობით ირანელი მუსიკოსი თბილისში ზედიზედ მეორედ ჩამოვიდა და მსმენელს ორივე ჯერზე ეფექტური გამოსვლითა და სიმღერით დაამახსოვრა.
კომენტარები