NDI-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის შეკითხვას, ადევნებთ თუ არა თვალს გადაცემებს საქართველოს პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ შემდგომ არხებზე, 73 პროცენტმა უპასუხა, რომ ისინი არ უყურებენ მედია-კავშირ ობიექტივს.

აღნიშნულ გამოკითხვაში, რუსთავი 2 ლიდერობს. მას მოსახლეობის 74% უყურებს. 3%-ით ნაკლები მაყურებელი ჰყავს იმედის პოლიტიკურ გადაცემებს.

NDI-ის მიხედვით, ობიექტივს მოსახლეობის 26% უყურებს.

მედიაკავშირ ობიექტივს მოსახლეობის 2% უცხადებს სრულ ნდობას, ხოლო 34% მის მიმართ ნეიტრალურადაა განწყობილი.

NDI-ის გამოკითხვა 2016 წლის 8 ივნისიდან 6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულენოვან, სომხურენოვან და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,1%.

კვლევას აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (SIDA) და ატარებს CRRC-საქართველო.