NDI საზოგადოებრივი აზრის კვლევის კითხვაზე, ყველაფრის გათვალისწინებით 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ თქვენ და თქვენი ოჯახი შედარებით ხართ?

გამოკითხულთა ნახევარზე მეტი, 51 პროცენტი მიიჩნევს, რომ იგივე მდგომარეობაშია, 32პროცენტი უარესადაა, 19 პროცენტის მოსაზრებით კი - უკეთესადაა.

NDI-მ კვლევის შედეგების პრეზენტაცია დღეს გამართა.

NDI-ის გამოკითხვა 2016 წლის 8 ივნისიდან 6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულენოვან, სომხურენოვან და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,1%.

კვლევას აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (SIDA) და ატარებს CRRC-საქართველო.