ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა მხოლოდ 5 პროცენტი ეთანხმება სრულად იმ აზრს, რომ ხელისუფლება ახორციელებს მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს.

გამოკითხულთა 35 პროცენტი ამ მოსაზრებას ნაწილობრივ ეთანხმება, 21 პროცენტი ნაწილობრივ არ ეთანხმება, 32 პროცენტი საერთოდ არ ეთანხმება, ხოლო 5 პროცენტს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

NDI-მ კვლევის შედეგების პრეზენტაცია დღეს გამართა.

NDI-ის გამოკითხვა 2016 წლის 8 ივნისიდან 6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულენოვან, სომხურენოვან და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,1%.

კვლევას აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (SIDA) და ატარებს CRRC-საქართველო.