ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე ბრალებულ ქართული ოცნების დეპუტატს ტარიელ აროშიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

სასამართლო პროცესს დაზარალებული არ ესწრებოდა. ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში თავს ნაწილობრივ დამნაშავედ ცნობს.

წინასასამართლო სხდომა 14 აგვისტოს გაიმართება.

მანამდე, ქართული ოცნება ოზურგეთის საკრებულოში მომხდარ ინციდენტს, ენმ-ის წევრის ცემაზე გამოეხმაურა და პროვოკაცია უწოდა.

ოზურგეთის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრი, ბესო ქათამაძე აცხადებს, რომ ის ქართული ოცნების წევრებმა სცემეს. როგორც On.ge-ს ენმ-ის ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დავით მჟავანაძემ განუცხადა, ქათამაძეზე ფეისბუქპოსტების გამო ფიზიკურად იძალადეს. მისივე თქმით, ქათამაძეს ბლაგვი საგნებით შეიარაღებული პირები სცემდნენ და რკინის საგანს ურტყამდნენ თავში.