თბილისში, ვაკის რაიონში, აბაშიძის ქუჩაზე სროლა იყო. თვითმხილველებმა On.ge-ს უთხრეს, რომ მამაკაცმა ორჯერ გაისროლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.