თბილისში, ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის აივანი ჩამოინგრა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი. იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ჩამონგრევის საფრთხის მოსახსნელად ადგილზე მუშაობს სახანძრო-სამაშველო სამსახური.

ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური