სულ მალე მაყურებელი დისნეის ერთ-ერთი ყველაზე მაღალსემოსავლიანი ფილმის, მალეფისენტის მეორე ნაწილს იხილავს. კინოსურათში მთავარ როლებს კვლავ ანჯელინა ჯოლი და ელ ფენინგი შეასრულებენ, თუმცა როგორც ცნობილია ახალ ნაწილში პრინცის როლს ბრენტონ ტუეიტესის ნაცვლად ჰარის დიკინსონს ვიხილავთ.

გარდა ამისა, მალეფისენტში დედოფლის როლის სათამაშოდ მიწვეულია მიშელ პფაიფერი.

ცოტა ხნის წინ გადასაღები მოედნიდან პირველი ფოტოები გაავრცელა:

მალეფისენტის პირველი ნაწილი ეკრანზე 2014 წელს გამოვიდა და წლის ერთ-ერთი მთავარი ჰიტი გახდა, ფილმმა შემოსავლის სახით $700 მილიონ დოლარზე მეტი დააგროვა.