სურამში შუა ხნის მამაკაცი სანადირო თოფით მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შემთხვევა 29 მაისს გამთენიას მოხდა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

შსს ამბობს, რომ დამნაშავის ვინაობა ცნობილია და მიმდინარეობს მისი სამძებრო ღონისძიებები.

წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი პირადი დაპირისპირებაა.