ახმეტაში სპორტსკოლის დირექტორს, მამუკა აბრამაშვილს სცემეს. ამის შესახებ ინფორმაცია რუსთავი 2-მა გაავრცელა.

რუსთავი 2-ის ვერსიით, მას ფიზიკურად იმის გამო გაუსწორდნენ, რომ ძიუდოს ფედერაციაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საპროტესტო აქციაზე უნდა წასულიყო.

On.ge-ს შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება 126, ძალადობის მუხლით დაიწყო.