ინგა გრიგოლია, მის მიმართ განხორციელებული მუქარის საქმეზე, შსს-ში გამოკითხვაზეა მისული
ფოტო: TV პირველი
TV პირველის ტოქ-შოუს წამყვანი და არხის გენერალური პროდიუსერი, ინგა გრიგოლია შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზეა მისული. საქმე ეხება მის მიერ გუშინ, 19 მაისს გავრცელებულ განცხადებას მის მიმართ წლებს განმავლობაში განხორციელებულ მუქარაზე.
"ახლა, უბრალოდ, გამოსავალს ვეღარ ვხედავ. გადავწყვიტე, ხვალიდან შეიარაღებულმა ვიარო. აი, ასე მარტივად, ვაცხადებ, ხვალიდან სახლიდან გავალ მხოლოდ შეიარაღებული, მხოლოდ იმიტომ, რომ ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც ქალების (მით უფრო, მარტოხელა ქალების) უფლებებს სახელმწიფო დიდად ვერ იცავს, რადგან ბევრი წელია ვითხოვ დახმარებას და არაფერი გამომდის", - დაწერა 19 მაისს ინგა გრიგოლიამ.
ინგა გრიგოლიას მიმართ მუქარის საქმე
მისი თქმით, მის ტელეფონზე ზარები და შეტყობინებები 2011 წლიდან შედის, ურეკავს კაცი, რომელიც მაშინ ციხეში იყო და ეუბნება, რომ მისი შვილის მამაა (მისი შვილის მამა გარდაცვლილია). როგორც ჟურნალისტი ყვება, ეს კაცი ციხიდან 2013 წლის საყოველთაო ამნისტიის დროს გამოვიდა და გააგრძელა მასთან დარეკვა.
"იძულებული გავხდი, განცხადება დამეწერა პოლიციაში, რადგან რაღაც გაუგებარ ქონებას და ფულს მთხოვდა და იმუქრებოდა. ითხოვდა არარსებულ შვილთან შეხვედრას. ვიარე პოლიციაში, დაიწყო გამოძიება, გამომძიებლები მშვიდად მიხსნიდნენ, რომ ტიპი ამტკიცებდა, თითქოს ჩემი ქმარი იყო, რომელსაც ქონება წავართვი. ყველაზე გულისამრევი ის იყო, რომ როცა ამ ტიპის ჩვენებას მიკითხავდნენ,თან ისე იღრიჭებოდნენ, თითქოს ძალიან გასართობი ამბავი ხდებოდა", - აღნიშნავს გრიგოლია.
მისივე მონაყოლიდან ირკვევა, რომ ბოლო წერილი კაცმა გრიგოლიას TV პირველში დაუტოვა, რომელშიც ეწერა, რომ 20 მაისამდე ქონებას თუ არ დაუბრუნებს, სახლის კარს შეამტვრევს.
"არ ვიცი ამჯერად რითი დასრულდება ჩემი მიმართვა პოლიციის მიმართ, თუმცა კი ვიმედოვნებ. როგორც ზევით დავწერე, ხვალიდან შეიარაღებული ვივლი", - აღნიშნავს გრიგოლია.
On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო. ამ მუხლით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მუქარისთვის დგება.
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები