შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მას ბერა ივნიშვილის კლიპი ნანახი არ აქვს და კავშირში არაა მიდინარე გამოძიებასთან:

"კლიპზე საერთოდ არ მინდა საუბარი, სასაცილო თემაა. საუბარი იყო, ადრე ნახეთო თუ შემდეგო. საერთოდ არ მინახავს და ეს გამოძიება დავიწყეთ 3 თვით ადრე. ფეისბუქიც არ მაქვს".

13 მაისს, პარლამენტის წინ აქციების მიმდინარეობის პარალელურად, ბერამ საკუთარ Facebook გვერდზე ახალი სიმღერა გამოაქვეყნა. მას Legalize ჰქვია და მთლიანად ნარკოპოლიტიკას ეძღვნება.

სიმღერაში რეპერი მხარდაჭერას უცხადებს ყველას, ვინც ეწევა "შრეკის ფერს" და ამავე დროს "უყვარს და არ ასაღებს".

"წარმოვადგენ ჩემს თაობას, თაობას აღარ ეშინია მთავრობის", - ვისმენთ ბერას სიმღერაში.