რა პოლიტიკურმა ვითარებამ გამოიწვია თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა, ვინ შეიძლება იდგეს მის უკან, რა პროცესების დაწყებაზე მიუთითებს ქვეყნის სხვადასხვა უწყებიდან ათასობით თანამშრომლის გაშვება და დაკავება, იცოდა თუ არა ერდოღანმა პოტენციური საფრთხის შესახებ და რა გავლენას იქონიებს ყოველივე ეს ქვეყანაზე, რეგიონსა და საქართველოზე - ამ კითხვებზე პასუხის გასაგებად On.ge საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, გიორგი გობრონიძეს ესაუბრა.

რა პოლიტიკურმა ვითარებამ განაპირობა თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობა?

ეს მოვლენა დღეს და უცებ არ მომხდარა, ბოლო პერიოდში არ მომწიფებულა. ერდოღანს მუდმივად ჰქონდა პრობლემა სამხედროებთან. იმის გამო, რომ მან ე.წ. ქემალისტური სწავლების კურსს გადაუხვია, თურქეთის ყოფილი გენშტაბის უფროსს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა აქამდე დაახლოებით 13-ჯერ ჰქონდა.

ბოლო პერიოდში თურქეთში ვაკვირდებით დემოკრატიული პროცესების ერთგვარ რევერსიასაც, როდესაც თურქეთის მთავრობა მკაცრად იქცეოდა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. იმ 13 გადატრიალების ფონზე, ეს იყო განგრძობადი პროცესი. აღსანიშნავია, რომ წინა მცდელობები ჩანასახშივე აღკვეთეს, ამ შემთხვევაში კი ამბოხებულებს საშუალება მიეცათ, რომ აქტიური მოქმედებები დაეწყოთ.

შეიძლებოდა თუ არა, რომ ამბოხება ფეტულა გიულენის მიერ ყოფილიყო ორგანიზებული? თუ კი, რა მიზნით?

გიულენი ერდოღანის ძველი თანამებრძოლია. თუმცა, მათი გზები სწორედ იმ პერიოდში იყოფა, როდესაც ერდოღანმა ძალაუფლების კონცენტრაცია საკუთარი ინტერესების გარშემო ცალსახად დაიწყო და თურქეთის დემოკრატიული მმართველობა, თანდათან ავტორიტარული გახდა.

შესაძლოა მოხდა უბრალოდ ასე: სამხედროებმა იმოქმედეს, თურქეთის მთავრობა კი სარგებლობს მომენტით და ცდილობს გაანეიტრალოს თავისი პოლიტიკური ოპონენტები.

თუ თურქეთი ამბობს, რომ მომხდარის უკან გიულენი დგას, მან ამის დასადასტურებლად შესაბამისი მტკიცებულებები უნდა წარადგინოს: ჰქონდა თუ არა გიულენს იმ სამხედროებთან კავშირი, რომლებმაც გადატრიალება დაიწყეს, არსებობდა თუ არა სქემა, რომელშიც გიულენი ფიგურირებს, იკვეთება თუ არა კონკრეტული პოზიცია, ამბოხების შედეგად, რა პოსტი შეიძლებოდა დაეკავებინა გიულენს თურქეთში და ა.შ.

შესაძლოა მოხდა უბრალოდ ასე: სამხედროებმა იმოქმედეს, თურქეთის მთავრობა კი სარგებლობს მომენტით და ცდილობს გაანეიტრალოს თავისი პოლიტიკური ოპონენტები.

არსებობს მოსაზრება, რომ ამბოხების ინსცენირება თავად ერდოღანის ინტერესებში იყო. თუ არსებობს რაიმე ცალსახა არგუმენტები ამ მოსაზრების განსამტკიცებლად?

ეს მოსაზრება ცოტა გადაჭარბებულია, ერდოღანის მასშტაბებითაც კი ძალიან ხმამაღალი განაცხადია. თუმცა, ჩნდება რეალური საფუძველი, რომ თურქეთის პრეზიდენტი ინფორმირებული იყო იმის შესახებ, რომ გადატრიალება მზადდებოდა და მას წინასწარ ჰქონდა კონტრ-ნაბიჯები გათვლილი. ანუ მან სამხედროებს საშუალება მისცა, ემოქმედათ, რადგანაც მას უკვე დაგეგმილი ჰქონდა კონტრ-ზომები, რომლებიც ასე ეფექტიანად გაატარა.

რაც შეეხება წინასწარ განსაზღვრულ სიებს, რა თქმა უნდა, ეს სიები არსებობდა, მაგრამ იმის თქმა, რომ ერდოღანმა ეს გადატრიალება თავის თავს მოუწყო, არ არის სწორი.

საბოლოო ჯამში, მან ეს გადატრიალების მომენტი პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიების ჩასატარებლად გამოიყენა. რაც შეეხება წინასწარ განსაზღვრულ სიებს, რა თქმა უნდა, ეს სიები არსებობდა, მაგრამ იმის თქმა, რომ ერდოღანმა ეს გადატრიალება თავის თავს მოუწყო, არ არის სწორი. მან უბრალოდ მიუშვა სამხედრო გადატრიალება იმისთვის, რომ კრიზისი შექმნილიყო, თუმცა მალევე აღკვეთა ეს კრიზისი, რასაც შემდგომი რეპრესია მოჰყვა.

გამოდის, რომ მან ამბოხებას გასაქანი იმიტომ მისცა, რომ დაგეგმილი რეპრესიების განხორციელების სამართლებრივი საფუძველი ჰქონოდა?

ამბოხება რეპრესიის განხორციელებისთვის გამოიყენა, მაგრამ თვითმიზანი, რომ მაინც და მაინც ამბოხების შემდგომი რეპრესიები განეხორციელებინა - არა. მას სჭირდებოდა უბრალოდ საფუძველი და ეს იყო ერთ-ერთი საფუძველი, რომელიც სამხედროებმა მას მისცეს. ანუ გაჩნდა კრიზისი და კრიზისთან ერთად გაჩნდა შესაძლებლობა. არ იქნებოდა ამბოხება, იქნებოდა სხვა რაღაც.

რეალურად ვინ შეიძლებოდა მდგარიყო ამბოხების უკან?

ყველაზე ღიად სამხედრო მეთაურების ნაწილი იკვეთება. არმიაში წმენდა ადრეც ჩატარდა. თუმცა, როგორც ჩანს, იმ სამხედროების სრული განეიტრალება, რომლებიც ერდოღანის პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდნენ, მაშინ არ მოხდა.

მიმაჩნია, რომ ეს იყო სტრუქტურის შიგნით, მაღალი თანამდებობის სამხედროების მიერ დაგეგმილი და გატარებული ღონისძიება. სამხედრო საჰაერო ძალების სარდლობა - ერთ-ერთი იყო, ვინც ღიად მოქმედებდა გადატრიალებაში და მას, როგორც ჩანს, მხარს უჭერდა მოსამართლეების ნაწილი, რომლებიც შემდგომში ასევე დაექვემდებარენ რეპრესიებს. ეს არ გასცილებია სამხედროების კედლებს, მომხდარში პოლიტიკური ჯგუფები არ წარმოჩენილან, მითუმეტეს, თურქეთში ყველა ოპოზიციურმა პარტიამ დაგმო მომხდარი.

რა პროცესის დაწყებაზე მიუთითებს ქვეყნის სხვადასხვა უწყებიდან ათასობით თანამშრომლის გაშვება, სკოლების, რადიოსადგურებისა და სხვა ორგანიზაციების დახურვა?

როგორც თავიდანვე აღვნიშნე, მომხდარი ერდოღანმა თავისი ძალაუფლების განსამტკიცებლად და პოლიტიკური ოპოზიციის ნეიტრალიზაციისთვის გამოიყენა. იმ დემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ მოქმედება, რომელიც იყო თურქეთში და თურქეთი, მეტ-ნაკლებად, მაინც ითვლებოდა დემოკრატიულ სახელმწიფოდ, მომხდარმა სერიოზული პრობლემა შეუქმნა. ერდოღანის ძალაუფლების გაძლიერება და თურქეთის მთავრობის, როგორც ავტორიტარული მმართველობის ჩამოყალიბება, უკვე იკვეთება.

რამდენად სწორია მოსაზრება, რომ თავისი ძალაუფლების გაძლიერებით ერდოღანი გავლენას იმ პირებზე მოიპოვებს, რომლებიც შემდგომში პარლამენტში იმ კონსტიტუციურ ცვლილებებს მისცემენ ხმას, რომლითაც ის ძალაუფლების მის ხელში კონცენტრირებას მოახდენს?

ის შეეცდება თავისი პოლიტიკური გავლენის გაზრდას, რადგან ეს არის მისთვის მომენტი. ამ გადატრიალების ფონზე, როდესაც საზოგადოების განწყობა ცალსახად არის მის სასარგებლოდ შემოტრიალებული, მან შექმნილი კრიზისიდან მაქსიმალური შედეგები უნდა მიიღოს.

სხვადასხვა უწყებიდან, თუნდაც განათლების სისტემიდან 15 ათასი ადამიანის გაშვება, ხომ არ მიუთითებს იმაზე, რომ ერდოღანი რიგითი ოპოზიციური განწყობის მქონე მოქალაქეების წმენდას იწყებს?

ერდოღანმა ეს კრიზისი გამოიყენა სწორედ იმისთვის, რომ მისთვის იდეოლოგიური, პოლიტიკური, ყველანაირად მიუღებელი სეგმენტი, რეპრესიის მთავარ გარემოცვად გადაექცია. თვითონ მასშტაბი გვაჩვენებს იმას, რომ ეს არის პოლიტიკური ნიშნით რეპრესია და არა სურვილი, რომ გამოიძიონ კონკრეტული დანაშაული, სადაც ისედაც ჩანან დამნაშავეები.

თანამდებობებიდან გაუშვეს ან დააპატიმრეს ხალხი, რომელიც საუბრობს თურქეთის სეკულარიზაციაზე, დემოკრატიზაციაზე, არ სურს, თურქეთი ახლო აღმოსავლური ტიპის სახელმწიფოდ იქცეს და გახდეს ავტორიტარული რეჟიმის მქონე. ეს არის ხალხი, რომელიც ერდოღანის პოტენციური ოპოზიციისთვის ერთგვარ იდეოლოგიურ საყრდენს წარმოადგენს.

ერდოღანმა ეს კრიზისი გამოიყენა სწორედ იმისთვის, რომ მისთვის იდეოლოგიური, პოლიტიკური, ყველანაირად მიუღებელი სეგმენტი, იგივე სამართალდამცავი ორგანოების, სასამართლო, სამხედრო, განათლების სისტემები გადაექცია რეპრესიის მთავარ გარემოცვად.

მომხდარისა და იმის ფონზე, რომ ერდოღანი სიკვდილით დასჯის აღდგენაზე საუბრობს, რამდენად შესაძლებელია, რომ დასავლეთი თავისი მიზნების მისაღწევად, თურქეთთან ურთიერთობაში გარკვეულ კომპრომისზე წავა?

თუნდაც ის ფაქტი, რომ თურქეთის ხელისუფლება ღიად ალაპარაკდა სიკვდილით დასჯის აღდგენაზე, მიუთითებს იმაზე, რომ ერდოღანი ვერ ხედავს თავს ევროპულ სივრცეში და ეს ადრეც გამოიკვეთა, როდესაც თურქეთის პოზიცია ევროპასთან მიმართებით იყო შემდეგი - თქვენ აირჩიეთ თქვენი გზა, ხოლო ჩვენ ავირჩევთ ჩვენს გზას.

ფაქტია, რომ ევროკავშირსა და აშშ-ს მოუწევთ გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა, ისინი ბოლომდე ვერ დაკარგავენ თურქეთს, რადგან მათ გააჩნიათ თანამშრომლობის ამ პროცესისგან დამოუკიდებელი დღის წესრიგი. სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი ევროკავშირისთვის, იგივე მიგრანტებისა და ლტოლვილების კრიზისთან დაკავშირებით. იგივე აშშ-სთვის, რომლისთვისაც ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი დასაყრდენი არის თურქეთი.

ისინი საერთო ენას აუცილებლად გამონახავენ, უბრალოდ, თურქეთს ევროპული ინტეგრაცია, როგორც ვხედავთ, უკვე მაინც და მაინც არ ადარდებს და ევროკავშირშიც ეს საკითხი მეორე პლანზე გადაიწვს. თუმცა, ეს თურქეთის ნატოში ყოფნას ხელს ნამდვილად არ შეუშლის.

ურთიერთობა თურქეთსა და აშშ-ს შორის არ არის ერთგვაროვანი. არსებობს გარკვეული დაპირისპირების საგნები, თუნდაც ბაზების დათმობის მომენტი გავიხსენოთ, 2003 წელს ერაყში და 2001 წელს ავღანეთში ინტერვენციისას, როდესაც NATO-ს ეგიდით განხორციელებულ ოპერაციაში თურქეთმა სამხედრო ბაზების გადაცემასთან დაკავშირებით გარკვეულწილად პრობლემები შექმნა. აქედან გამომდინარე, ეს პრობლემური ურთიერთობა არსებობს, მაგრამ ეს რაიმე მნიშვნელოვნად ხელისშემშლელი არ იქნება.

რამდენად აყენებს მომხდარი ქვეყანაში სეკულარიზმის იდეას საფრთხის ქვეშ?

ამ მიმართულებით თურქეთს პრობლემები ექმნება. თუმცა, ეს ერდოღანის პირველი ასეთი

ერდოღანს ისლამზე ხაზგასმა იმიტომ სჭირდება, რომ უნდა გააძლიეროს საკუთარი პოზიცია ახლო აღმოსავლეთში, ეს თურქეთს საგარეო პოლიტიკისთვის სჭირდება.

ნაბიჯი არ არის. ის ხშირად საუბრობს იმაზე, რომ თურქეთი არის ისლამური კულტურის მატარებელი სახელმწიფო. ერდოღანს ისლამზე ხაზგასმა იმიტომ სჭირდება, რომ უნდა გააძლიეროს საკუთარი პოზიცია ახლო აღმოსავლეთში, ეს თურქეთს საგარეო პოლიტიკისთვის სჭირდება. შესაბამისად, ამ მიმართულებით თურქეთში შეიქმნება გარკვეული პრობლემები. საზოგადოების ნაწილის განწყობებიც არის გარკვეულწილად პროისლამური, სეკულარიზმის იდეა კი ბევრისთვის მიუღებელია.

რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს თურქეთში მომხდარს რეგიონსა და კონკრეტულად საქართველოზე?

თურქეთი უფრო ნაკლებად აქტიური იქნება სირიისა და ერაყის მიმართულებით. ის შეეცდება, რომ ფოკუსირება თავის შიგნით ძალაუფლების კონცენტრაციაზე გააკეთოს. შესაბამისად, თურქეთს უბრალოდ აღარ დარჩება რესურსი იმისთვის, რომ მიმართოს ის საგარეო აქტიური პოლიტიკის საწარმოებლად.

რაც შეეხება საქართველოს, მომხდარს ჩვენზე დიდი და სერიოზული გავლენის მოხდენა არ შეუძლია. ეს გამოიკვეთა კიდეც კვირიკაშვილის გუშინდელი ვიზიტის დროსაც, როდესაც მაღალი სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭო შეიქმნა, სადაც თურქეთი და საქართველო უფრო აქტიურ თანამშრომლობას განაგრძობენ. თურქეთის სამეზობლო პოლიტიკა და დღის წესრიგი არსად გაქრება, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება თურქეთის ხელისუფლებაში.

დასავლეთთან ერთგვარად ურთიერთობის გაფუჭება, ხომ არ დაათბობს ურთიერთობას თურქეთსა და რუსეთს შორის?

რუსეთსა და თურქეთს შორის "თვითმფრინავის ამბამდეც" კარგი ურთიერთობა იყო. ყირიმის ანექსიის შემდეგაც კი, თურქულ ავიაკომპანიებს ნახევარკუნძულზე ფრენები არ შეუწყვეტიათ. რუსულ-უკრაინული ურთიერთობების დაძაბვის ფონზე ასევე გაჩნდა ახალი პერსპექტივები, რომ რუსული ბუნებრივი აირის ექსპორტის ნაწილი გადმოვიდოდა თურქეთის მხარეს, თუმცა ეს მოლაპარაკებები გარკვეულწილად შეაჩერა "თვითმფრირნავის ინციდენტმა".

თუ თურქეთს სურს, რომ ავტორიტარულად ჩამოყალიბდეს, ცხადია, მისთვის უფრო ადვილი იქნება რუსეთთან პარტნიორობა.

ირანის გააქტიურების ფონზე, ისრაელი, რუსეთი და თურქეთი პოლიტიკური თამაშის ერთგვარ პერიფერიაზე აღმოჩნდნენ და აქედან გაჩნდა პირველადი ინტერესი იმისა, რომ რუსეთი და თურქეთი დაახლოებოდნენ ერთმანეთს.

გარდა ამისა, თუ თურქეთს სურს, რომ ავტორიტარულად ჩამოყალიბდეს, ცხადია, მისთვის უფრო ადვილი იქნება რუსეთთან პარტნიორობა. რუსულ-თურქული ურთიერთობები ამის გარეშეც იყო ძალიან დინამიური და პრაგმატული, თუნდაც სავაჭრო მიმართულების კუთხით. ხოლო თურქეთის ინტერესი, რომ რუსული რესურსების ევროპისთვის მიმწოდებელი იყოს, არსად გამქრალა და როგორი მთავრობაც არ უნდა მოვიდეს თურქეთში, ეს მაინც იდგება დღის წესრიგში.

ამ ორ მხარეს შორის არსებობს როგორც თანმხვედრი ინტერესები, ასევე არსებობს ინტერესთა გადაკვეთის წერტილები შავი ზღვის აუზში. თუმცა, ერთი მხრივ, არამგონია, რომ თურქეთს რუსეთისთვის შავი ზღვის აუზში ჰეგემონიის დათმობა უნდოდეს და ამ მიმართულებით მათ შორის გატარებული ღონისძიებები ცოტა რთული იქნება. მეორე მხრივ კი, მათ სჭირდებათ ეკონომიკური ურთიერთობა და ამას ისინი განახორციელებენ. მათ ასევე სჭირდებათ ახლო აღმოსავლეთში ერთად მოქმედებაც.

თურქეთში მომხდარ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ:

რა მოხდა თურქეთში - დეტალები სრულად