მერიამ გელოვანზე მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზეზით ზებრა გააუქმა - განმარტება
ფოტო: თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური
თბილისში გელოვანის გამზირზე, აგროჰაბთან, ქვეითთა გადასასვლელი გაუქმდა. ქუჩაზე ზებრები წაიშალა, გზაგამყოფ გაზონზე ქვეითთა გადასასვლელი ბილიკი ჩაიკეტა და განთავსდა ნიშანი - ქვეითთა მოძრაობა აკრძალულია. მერიის განმარტებით მიზეზი ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებაა.
მერიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე ინტენსიური მოძრაობაა და იქ ქვეითთა გადასასვლელის არსებობა საფრთხის შემცვლელი იქნებოდა.
On.ge-ს კითხვაზე - ჰქონდა თუ არა მერიას სხვა გამოსავალი ზებრა გადასასვლელის გაუქმების გარდა და რატომ არ დამონტაჟდა მოთხოვნით შუქნიშანი, რომელსაც ადგილობრივები ითხოვენ მერიის პრესსამსახურში გვპასუხობენ:
"ამ მონაკვეთზე მოთხოვნითი შუქნიშნის გაკეთება არ არის რეკომენდირებული. არის მოშორებით შუქნიშანი და იქიდანაც შეიძლება ქვეითთა მოძრაობა. მეორე მხარის არის ხიდიც. დაახლოებით 200 მეტრში...
ქუჩის ნებისმიერ მონაკვეთში შუქნიშნის დამონტაჟება საგზაო მოძრაობის ორგანიზების და პრინციპებიდან გამომდინარე არ არის მიზანშეწონილი."
On.ge-ს კითხვაზე - თუ რატომ არ არის მიზანშეწონილი მოთხოვნითი შუქნიშნის დამონტაჟება იქ, სადაც უკვე არსებობდა ფეხითმოსიარულეთა გადასასვლელი და მძღოლებს მაინც უწევდათ მოძრაობის შენელება მერიაში გვპასუხობენ:
"ეს დადგენილია საგზაო მოძრაობის სპეციალისტების მიერ. თქვენც და მეც ვართ ჟურნალისტები, ამ საქმის სპეციალისტები არ ვართ. მოცემულ მონაკვეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ შუქნიშნის დამონტაჟება არ იქნებოდა მიზანშეწონილი ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე."
მერიაში ამბობენ, რომ მიმდინარეობს მუშაობა სხვა ალტერნატივაზე:
"მივიჩნიეთ, რომ ქვეითის უსაფრთხოება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის დისკომფროტი, რომელიც მან შეიძლება განიცადოს დამატებითი მანძილის გავლით. მიმდინარეობს მუშაობა ალტერნატივაზე, რომელსაც მალე შევთავაზებთ."
-
ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს
გადახედვა
-
ბრალდების 4 ეპიზოდი: პროკურატურა ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს ბრალდების 4 ეპიზოდი: პროკურატურა ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
ტრამპი: კენედის ცენტრი იხურება, თუმცა რემონტი ვერ დაიწყება მანამ, ვიდრე სასამართლო მის სახელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს ტრამპი: კენედის ცენტრი იხურება, თუმცა რემონტი ვერ დაიწყება მანამ, ვიდრე სასამართლო მის სახელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს
გადახედვა
-
ბოჭორიშვილი: ჩვენ არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება ბოჭორიშვილი: ჩვენ არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ? ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ?
-
ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ექსპრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ექსპრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა
გადახედვა
-
SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს
-
მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს
გადახედვა
-
მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია
გადახედვა
-
ვაზიანის ახალ აეროპორტში ინვესტირების და ოპერირების ინტერესი სინგაპურულმა კომპანიამ გამოხატა — მთავრობა ვაზიანის ახალ აეროპორტში ინვესტირების და ოპერირების ინტერესი სინგაპურულმა კომპანიამ გამოხატა — მთავრობა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ
გადახედვა
-
სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო
გადახედვა
-
რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება
გადახედვა
-
ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს
გადახედვა
-
გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს
გადახედვა
-
FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა
გადახედვა
-
თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა
გადახედვა
-
"ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა "ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
-
4-თვიანი არსებობის შემდეგ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი გაუქმდა 4-თვიანი არსებობის შემდეგ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი გაუქმდა
გადახედვა
კომენტარები