"საბჭოთა ცენზურის მოდელი" — რას გულისხმობს ახალი კანონპროექტი
ახალმა საკანონმდებლო ინიციატივამ, რომლის მიხედვითაც სასამართლოს შესაძლოა შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვის უფლემა მიენიჭოს, უკვე გამოიწვია უკმაყოფილება იურისტებსა და კულტურის წარმომადგენლებს შორის.
კანონპროექტის მიხედვით, კულტურის შესახებ კანონში ჩაიწერება, რომ სასამართლო აკრძალავს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელებას თუ ის ლახავს სხვა ადამიანის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს, ქადაგებს ომსა და ძალადობას და პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას.
კანონპროექტის ინიციატორები, ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი ამბობენ, რომ კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოს მოქმედ კანონმდებლობის საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებთან ჰარმონიზება.
კონსტიტუციის ახალი რედაქციის მე-20 მუხლში ვკითხულობთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა შესაძლებელია, თუ ის სხვათა უფლებებს ლახავს.
დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რომ ცვლილებები ცენზურას ან დამატებით შეზღუდვას არ გულისხმობს.
"პირიქით, შემოდის ახალი, სასამართლო სტანდარტი. ცვლილებების თანახმად, შემოქმედებითი ნაწარმოებების გავრცელების აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ნაწარმოების გავრცელება სხვათა უფლებებს ლახავს", - თქვა ლევან გოგიჩაიშვილმა
მისივე თქმით, ცვლილება არის ტექნიკური სახის, ხდება კონსტიტუციური ნორმის სიტყვა-სიტყვითი გადატანა შესაბამის კანონებში, რადგან ყველა კანონი ახალ კონსტიტუციასთან შესაბამისობასთან უნდა იყოს.
მხოლოდ ტოტალიტარულ სახელმწიფოებში სისტემები იღებდნენ გადაწყვეტილებას რა უნდა ყოფილიყო ადამიანებისთვის მისაღები და რა - არა
ინიციატივის აბსურდულობაზე საუბრობს მწერალი ლაშა ბუღაძე. მისი თქმით, ეს საბჭოთა ცენზურის მოდელში დაბრუნებას გულისხმობს.
"არავის აქვს უფლება, არც ერთ ინსტიტუციას, რომ ჩადგეს შემოქმედებით ნაწარმოებსა და მის აღმქმელს, ადამიანს შორის. როდესაც სისტემა, სხვადასხვა მოსაზრებებით სასამართლო, პარლამენტის რომელიმე წევრი ან ნებისმიერი სხვა ორგანო გადაწყვეტს, რომ ჩვენ მიგვითითოს რა არის შეურაცხმყოფელი, რომელი ტექსტი, ან რომელი ფილმი, ეს უკვე ნიშნავს ტოტალიტარულ იდეაში დაბრუნებას, რადგან მხოლოდ ტოტალიტარულ სახელმწიფოებში სისტემები იღებდნენ გადაწყვეტილებას რა უნდა ყოფილიყო ადამიანებისთვის მისაღები და რა 0არა", - ამბობს ბუღაძე On.ge-სთან.
როგორც ბუღაძე ამბობს, მაშინ უნდა აიკრძალოს "ილიადა", "ოდისეა", "ლოლიტა" და სხვა ნაწარმოები, რადგან შეიძლება ვინმესთვის ისინი პედოფილიას ან ომისკენ მოწოდებას შეიცავდნენ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, გიორგი გოცირიძე ამბობს, რომ პრობლემას წარმოადგენს კულტურის შესახებ კანონი, რომელიც 1997 წელს მიიღეს. ამ კანონში წერია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო მხატვრული ნაწარმოების გავრცელება დაუშვებელია, თუმცა ვინ უნდა განსაზღვროს დაუშვებლობა მითითებული არ არის.
როგორც გოცირიძე On.ge-სთან ამბობს, ეს იყო აკრძალვა მექანიზმის გარეშე:
"პრინციპში, თუ გადავავლებთ თვალს 1997 წლიდან დღემდე არც კულტურის სამინისტროს ან სხვა ორგანოს არც ერთი სპექტაკლი, ფილმი ან სხვა მხატვრული ნაწარმოები არც აუკრძალავს და ვერც აკრძალავდა".
გოცირიძე აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო ინიციატივით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ჩაიწერება და განისაზღვრება ის ორგანო, რომელსაც აქვს ამის განხორციელების უფლება და ეს არის სასამართლო.
"ასეთი ჩანაწერი სერიოზულ საფრთხეს აჩენს გამოხატვის თავისუფლების მხრივ. პირველ რიგში, სიტყვისა და გამოხატვის შესახებ კანონით, სისხლის სამართლის კოდექსითა და, ასევე, შეკრებისა და მანისფესტაციების შესახებ კანონით მოწოდება ეთნიკური და რელიგიური შუღლის გაღვივებისკენ არის აკრძალული. მაგრამ აკრძალულია ერთადერთ შემთხვევაში თუ დამტკიცდა, რომ რეალური და იმწუთიერი საფრთხე არსებობს", - ამბობს გოცირიძე.
როგორც თვითონ განმარტავს, 1997 წლის კანონში იმწუთიერ და მყისიერ საფრთხეებზე კანონში არაფერია ნათქვამი:
"ბუნებრივია, რომ შესაძლებელია ისეთი გამონათქვამიც, რომელიც არ შეიცავს რეალიზების საფრთხეებს, შეიძლება იყოს აკრძალული, რაც არის მძიმე შეზღუდვა გამოხატვის თავისუფლების მხრივ".
გოცირიძისთვის პრობლემურია "პორნოგრაფიის პროპაგანდის" განსაზღვრება, რადგან არ ხდება ამის განსაზღვრება და არც იმის, თუ რა ასაკობრივი კატეგორიის ადამიანებში შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი. მაგალითად მან გასპარ ნოეს ფილმი LOVE მოიყვანა, რომელიც შსს-მ პორნოგრაფიად მიიჩნია და ინტერნეტსივრციდან აიღეს.
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის იურისტი, გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ კონსტიტუციის ახალ რედაქციაში საუბარია აკრძალვის ერთ შემთხვევაზე, ხოლო კანონპროექტში ოთხი სხვადასხვა ჩამონათვალი ჩნდება, რაც ერთი და იგივე არ არის.
მშვენიერაძის განმარტებით, ფილმ LOVE-ის შემთხვევაში შსს-მ იმოქმედა იმ ნორმაზე დაყრდნობით, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსშია და, რომელიც პორნოგრაფიის გავრცელებას შეეხება.
იურისტი On.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ სსკ-ის ეს ნორმა ორი წლის წინ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს და პასუხს დღემდე ელოდებიან.
"ბავშვთა პორნოგრაფია და მისი გავრცელება უნდა იყოს დასჯადი ცალსახად, მაგრამ სხვა მხრივ, პორნოგრაფიის გავრცელების დასჯადობა იყო საბჭოთა კავშირში. თუ ვაშენებთ ისეთ ქვეყანას სადაც მორალური და ზნეობრივი ნორმებიდან გამომდინარე დავუწესოთ აკრძალვა, რას უყურონ და რას არა, რა გაავრცელონ და რას არა, ბუნებრივია ეს იქნება დაბრუნება შორეულ წარსულში", - ამბობს მშვენიერაძე.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს განცხადებით, ახალი ინიციატივა ეწინააღმდეგება ადამიანის ძირითადი უფლების ფუნდამენტურ პრინციპებსა და მოქმედ კონსტიტუციას.
ორგანიზაციის განმარტებით, ის საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და შემოქმედების თავისუფლებას, განსაკუთრებით ხელოვნებისა და ლიტერატურის ნაწარმოებების შემთხვევაში.
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
-
"თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ცვალებადი ფერები და უცვლელი ესთეტიკა — ჩემი თვალით დანახული სვანეთი ცვალებადი ფერები და უცვლელი ესთეტიკა — ჩემი თვალით დანახული სვანეთი
გადახედვა



კომენტარები