ისტორიული შეხვედრა: ჩრდილოეთ კორეისა და სამხრეთ კორეის ლიდერები ერთმანეთს პირველად შეხვდნენ
ფოტო: AFP / Getty Images
კორეის გაყოფიდან 65 წლის გასვლის შემდეგ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი სამხრეთ კორეაში პირველად ჩავიდა.
კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის პირველი ლიდერია, რომელმაც დემილიტარიზებული საზღვარი გადაკვეთა და სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე პრეზიდენტ მუნ ჯეი ინს შეხვდა.
ფხენიანის ლიდერმა მუნ ჯეი ინთან შეხვედრას ისტორიული უწოდა.
სამიტის დაწყებამდე ორივე კორეის ლიდერებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვა, რაც, დაახლოებით, 30 წამი გაგრძელდა. ამ დროს ორივე მათგანი საზღვრის თავის მხარეს იდგა. მათ შორის ხანმოკლე დიალოგი გაიმართა, რის შემდეგაც მუნ ჯეი ინის მიწვევით კიმ ჩენ ინი სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე გადავიდა.
ამის შემდეგ კიმმა მუნი ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე ხელჩაკიდებულმა გადაიყვანა და რამდენიმე წამის შემდეგ ორივე მათგანი ისევ სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე დაბრუნდა და დემილიტარიზებულ ზონაში მშვიდობის სახლისკენ წავიდა, სადაც ისტორიული სამიტი გაიმართა. ამ ხნის განმავლობაში ისინი ხელჩაკიდებულები იყვნენ.
ისტორიული შეხვედრა
"დღეს ისტორიის ახალი თავი იწყება - ისტორიის დასაწყისი და მშვიდობის ეპოქა", - დაწერა კიმ ჩენ ინმა სტუმრების წიგნში.
როგორც მედიაში წერენ, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ბალისტიკური რაკეტების გამოცდით მუნ ჯეი ინის "დილის ძილს აღარ დაარღვევს". მან, ასევე, დაამატა, რომ გულახდილი მოლაპარაკებების იმედი აქვს.
"ამ ისტორიული მომენტისთვის 11 წელი დაგვჭირდა. აქ რომ მოვდიოდი, მიკვირდა, რატომ დასჭირდა ამას ამდენი ხანი", - განაცხადა ფხენიანის ლიდერმა.
მედიის წინაშე გაკეთებული განცხადებების შემდეგ სამიტი დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა. ოთახი, რომელშიც შეხვედრა მოეწყო სპეციალურად კიმ ჩენ ინის ვიზიტისთვის გარემონტდა.
შეხვედრის დროს მხარეებმა დენუკლიარიზაციის საკითხები განიხილეს. კიმ ჩენ ინმა სამომავლო შეხვედრების სურვილიც გამოთქვა. მუნ ჯეი ინმა განაცხადა, რომ მათ შორის საკმაოდ კარგი დისკუსია გაიმართა.
დელეგაციის პირველი შეხვედრა დასრულდა და მხარეები სასადილოდ ცალ-ცალკე წავიდნენ. სამიტი დღეს საღამოს გაგრძელდება. საღამოს კი სადილი გაიმართება, რომელსაც ორივე კორეის ლიდერების ცოლები დაესწრებიან.
კიმ ჩენ ინი დილის შეხვედრას ტოვებს
კიმ ჩენ ინისა და მუნ ჯეი ინის შეხვედრა ორი კორეის ურთიერთობების დარეგულირებისთვის კულმინაციური მომენტია. სავარაუდოდ, სწორედ ეს შეხვედრა შეუწყობს ხელს აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეის სამიტს.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა

კომენტარები