ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე ინტენსიური ქვისცვენის გამო, მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების განცხადებით, საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე ლაჯურღულასთან და 116-ე კმ-ზე შავ ღელესთან, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.