ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე 15 წლის მოზარდი დაჭრეს. ადგილობრივი გამოცემა ლაივპრესის ინფორმაციით, მოზარდს გულმკერდის არეში ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევა დღეს, 14 მარტს, შუადღისას მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ საქმეზე უკვე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულსიხმობს.