მძღოლი, რომლის სატვირთოც ბარათაშვილის ხიდის ქვეშ გაიჭედა, 250 ლარით დააჯარიმეს. სატვირთო თბილისში, მტკვრის სანაპიროზე დღეს, პირველ მარტს, დილით გადაადგილდებოდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, მძღოლი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს. საგზაო მოძრაობის წესების დაუმორჩილებლობისთვის პირი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 125-ე მუხლით ჯარიმდება.