თბილისში, ორბელიანის მოედანზე, დაახლოებით 2 საათის წინ ქუჩაში გარდაცვლილი შუა ხნის კაცი იპოვეს. ადგილზე მისულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.