ბორჯომ–ბაკურიანის მატარებელი, ე.წ. კუკუშკა, რელსებიდან გადავიდა. შემთხვევა დღეს, რამდენიმე საათის წინ მოხდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, შემთხვევის შედეგად მემანქანე და მგზავრები არ დაშავებულან.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. ამ მუხლით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ნივთის დაზიანებისთვის ან განადგურებისთვის დგება.