მისტერ ვალენტინი საქართველო 2018 გიგა ყორღანაშვილი გახდა. ქალთა გულთამპყრობელის სტატუსის გარდა, გამარჯვებულს კიდევ ერთი პრიზი ერგო და ის ეგვიპტეში გაემგზავრება. მისტერ ვალენტინის თქმით, გამარჯვებას არ ელოდა, თუმცა, ძალიან ბედნიერია.

კონკურსანტები ფინალამდე სხვადასხვა აქტივობებით იყვნენ დაკავებული. ისინი სტუმრობდნენ ავეჯის სახლს, სპორტულ კომპლექსს და სილამაზის ცენტრს.