არასამთავრობოების ექვსპუნქტიანი გეგმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადასარჩენად
ფოტო: On.ge
არასამთავრობო სექტორის წარმოამდგენლები საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირებისთვის ექვსპუნქტიან გეგმას აქვეყნებენ:
"მაუწყებლის მიმართ საზოგადოების ნდობა კრიტიკულად დაბალ დონეზეა მაშინ, როცა მოქალაქეები ყოველწლიურად სულ უფრო მზარდ თანხას იხდიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის დაფინანსებაში. სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ემსახურება საზოგადოების ინტერესებს, ვერ ასრულებს კანონით დაკისრებულ როლსა და წარმოადგენს ვიწრო პარტიული ინტერესების გამტარებელ მედია ორგანიზაციას", - ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობოები გეგმის ფარგლებში ითხოვენ:
1. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა - მოთხოვნებისა და შეხედულებების გაცნობა და გამოსავლის გზების ძიება;
2. საქართველოს პარლამენტში სამეურვეო საბჭოს წევრებისა და გენერალური დირექტორის დაბარებას - დაინყტერესდეს პარლამენტი რამდენად ასრულებს მაუწყებელი კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებს;
3. საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის გადადგომას - ვასილ მაღლაფერიძის დირექტორობის პერიოდთან და უშუალოდ მის სახელთან არის დაკავშირებული არაერთი არათანმიმდევრული და სადაო გადაწყვეტილებები. მათ შორის, მაუწყებლის რეფორმის ბუნდოვანი გეგმა, გაუმჭვირვალე საკადრო პოლიტიკა, რაც გამოიხატება ყოფილი პრემიერ-მინისტრის კუთვნილი ტელევიზიიდან ჟურნალისტების უკონკურსოდ დანიშვნაში, საეჭვო ტენდერები, პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობა, ხელისუფლების მიმართ ლოიალური სარედაქციო პოლიტიკა, ევროპის ბიუროს დახურვა და ა.შ. ვასილ მაღლაფერიძის სახელს უკავშირდება ასევე მწერალ ზვიად რატიანის გახმაურებული საქმე, სადაც მაუწყებელმა უხეშად დაარღვია საყოველთაოდ აღიარებული ეთიკური სტანდარტები და გაავრცელა კონტექსტიდან ამოვარდნილი დამონტაჟებული ვიდეო, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესებს ემსახურებოდა;
4. საზოგადოებრივი მაუწყებლის არაგეგმიური აუდიტის ჩატარებას, რომელიც შეისწავლის ახალი მენეჯმენტის საქმიანობას 2017 წლის პერიოდში - აუდიტის 2015-2016 წლის ანგარიშმა გამოავლინა მნიშვნელოვანი ფინანსური და მმართველობითი დარღვევები, რომელიც ემთხვევა სამოქალაქო სექტორის შეფასებებს.
5. საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირებას, მათ შორის სამეურვეო საბჭოს ინსტიტუციური ფორმირების წესის შესაძლო გადახედვასა და საბჭოს საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების ცვლილებას - სამეურვეო საბჭოს და მისი საქმიანობის არსებული წესი ცალსახად ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგას საზოგადოებრივი მაუწყებელი. შესაბამისად, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეგავლენისაგან დაცვისა და ეფექტური ანგარიშვალდებული საბჭოს ფორმირების მიზნით აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით პარლამენტში შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს სამეურვეო საბჭოს წევრების კვოტირებისა და არჩევის უკეთესი მოდელის შესაქმნელად.
6. არ დაძლიოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო, რომელიც “მაუწყებლობის შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებს შეეხება - საზოგადოებივი მაუწყებლის მიერ ინიცირებული ცვლილებები ამცირებს საზოგადოებრივი მაუწყებლის საჯაროობას, გამჭვირვალობას, ზრდის კორუფციის რისკებს და მნიშვნელოვნად ვნებს სარეკლამო ბაზარს. პარლამენტმა სამოქალაქო სექტორსა და სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად დაიწყოს მუშაობა იმ ცვლილებებზე, რომელიც საჭიროა მაუწყებლის რეფორმირებისათვის.
განცხადებას ხელს აწერს 73 პირი და არასამთავრობო ორგანიზაცია:
- საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
- ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
- ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
- ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო (OSGF)
- სიდა
- მედია კლუბი
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
- მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია
- კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი
- საფარი
- კონსტიტუციის 42-ე მუხლი
- ადამიანის უფლებათა ცენტრი
- წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი
- მედიის ინსტიტუტი
- ჟურნალისტიკის რესურსცენტრი
- ევროპის ფონდი
- საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია
- კავშირი „დემოსი“
- ბოლნისის ენის სახლი
- საქართველოს სასოფლო დარბაზი
- ასოციაცია „სპექტრი“
- დემოკრატ მესხთა კავშირი
- სათემო კავშირი ჰერეთი
- მშვიდობის ქარტია
- ჩვენ-ჯანსაღი მომავლისათვის
- ასოციაცია „ჭიათურელთა კავშირი“
- ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი
- საუნჯე
- ათინათი
- ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი
- ნაბიჯი ხარაგაული
- სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი
- ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი
- პაატა შამუგია - პოეტი
- ლაშა ბაქრაძე - მწერალი
- სანდრო ჯანდიერი - რეჟისორი
- გვანცა ჯობავა - წიგნის გამომცემელთა ასოციაცია
- რატი ამაღლობელი - პოეტი
- ლაშა ბუღაძე - მწერალი
- ნესტან კვინიკაძე - მწერალი
- ნინო დანელია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
- ნინო ივანიშვილი - საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, ჟურნალისტიკისა და
- მედიამენეჯმენტის სკოლის დეკანი
- შოთა იათაშვილი - პოეტი
- ზურაბ რთველიაშვილი - პოეტი
- ლევან ბერძენიშვილი - ფილოლოგი
- ნინო ბექიშვილი - მწერალთა სახლის მენეჯერი
- მაშო სამადაშვილი - წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია
- ოთარ ჯირკვალიშვილი - მწერალი
- იუნონა გურული - მწერალი
- თემურ ჩხეტიანი - პოეტი
- ქეთი ქანთარია - მთარგმნელი
- თეონა დოლენჯაშვილი - მწერალი
- დიანა ანფიმიადი - მწერალი
- ზვიად რატიანი - პოეტი
- დარეჯან კიკოლიაშვილი - მთარგმნელი
- დათო რობაქიძე - პოეტი
- ჯიმშერ რეხვიაშვილი - მწერალი
- გაგა ნახუცრიშვილი - პოეტი
- ირაკლი ლომოური - მწერალი
- გია ჯანდიერი - ახალი ეკონომიკური სკოლა
- ირაკლი კაკაბაძე - მწერალი
- ნათია მიქელაძე - გოეთეს ინსტიტუტი
- ხათუნა ცხადაძე - მთარგმნელი
- ნინო რობაქიძე - მედია მკვლევარი
- ნინო ხარატიშვილი - მწერალი
- თეონა ჯორბენაძე - სცენარისტი/პროდიუსერი
- დათო ტურაშვილი - მწერალი
- ეკატერინე ტოგონიძე - მწერალი
- მედეა ბაქრაძე - მხატვარი
- ხათუნა თავდგირიძე - მწერალი
-
ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა
-
თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
-
სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს? სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს?
გადახედვა
-
ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო 61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ
გადახედვა
-
პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ? პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ?
გადახედვა
-
მარგარეტ ჰამილტონი: პიონერობის გარდა, სხვა არჩევანი არ გვქონდა მარგარეტ ჰამილტონი: პიონერობის გარდა, სხვა არჩევანი არ გვქონდა
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური ეხმაურება საია-ს განცხადებას ადვოკატისთვის საქმიანობის ხელის შეშლის შესახებ პენიტენციური სამსახური ეხმაურება საია-ს განცხადებას ადვოკატისთვის საქმიანობის ხელის შეშლის შესახებ
გადახედვა
-
რა იგეგმება მცხეთობაზე? — პროგრამა რა იგეგმება მცხეთობაზე? — პროგრამა
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: "ოცნების პრემიერი იტყუება, რომ საქართველოს ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა" რომან გოცირიძე: "ოცნების პრემიერი იტყუება, რომ საქართველოს ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა"
გადახედვა
-
მე-19 ნობელიანტი ქალი ლიტერატურაში — ვინ არის ენ კარსონი მე-19 ნობელიანტი ქალი ლიტერატურაში — ვინ არის ენ კარსონი
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ რუსეთში ქართული ტაძრის აღდგენის საკითხზე ქართველი მეცნიერებიც გაემგზავრებიან ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ რუსეთში ქართული ტაძრის აღდგენის საკითხზე ქართველი მეცნიერებიც გაემგზავრებიან
გადახედვა
-
"არც აქციზით და არც სხვა მიმართულებებით არ გვაქვს ბერკეტი" — საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდა "არც აქციზით და არც სხვა მიმართულებებით არ გვაქვს ბერკეტი" — საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდა
გადახედვა
-
გამოავლინეს იტალიური ქალაქი, სადაც ქალები განსაკუთრებულად დიდხანს ცოცხლობენ გამოავლინეს იტალიური ქალაქი, სადაც ქალები განსაკუთრებულად დიდხანს ცოცხლობენ
გადახედვა
-
ChatGPT-ს ვიზუალი იცვლება — OpenAI-მ ახალი ელემენტების მქონე ინტერფეისი წარადგინა ChatGPT-ს ვიზუალი იცვლება — OpenAI-მ ახალი ელემენტების მქონე ინტერფეისი წარადგინა
გადახედვა
-
5 რამ, რაც კიბოს რისკს ზრდის, თუმცა ყოველდღიურად მოვიხმართ 5 რამ, რაც კიბოს რისკს ზრდის, თუმცა ყოველდღიურად მოვიხმართ
გადახედვა
-
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსად ზაზა კვიციანი დანიშნეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსად ზაზა კვიციანი დანიშნეს
გადახედვა
-
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
ქვიზი: მაკის რომელი თანამშრომელი იქნებოდი? ქვიზი: მაკის რომელი თანამშრომელი იქნებოდი?
კომენტარები