ვუდი ალენის შვილის, დილან ფეროუს ღია წერილი
ფოტო: Getty Images
მია ფეროუმ და ვუდი ალენმა დილანი ერთად ცხოვრების დროს იშვილეს. მისი თქმით, 1992 წელს ის 7 წლის იყო, როდესაც ვუდი ალენმა მასზე პირველად იძალადა. ამ ბრალდებას სასამართლო მოჰყვა, რომლის შედეგადაც 1993 წელს ვუდი ალენს ბავშვთან მიახლოება აუკრძალეს. 1993 წლის სასამართლოდან 2014 წლამდე ვუდი ალენი საჯაროდ აღარ დაუდანაშაულებიათ დილან ფეროუზე სექსუალურად ძალადობაში, თუმცა მას შემდეგ, რაც მას 2014 წელს ოქროს გლობუსი გადასცეს, დილანმა ნიუ-იორკ ტაიმსში ღია წერილი გამოაქვეყნა შემზარავი დეტალებით. როცა #Metoo მოძრაობა მასშტაბური გახდა, დილანმა კიდევ ერთხელ მიმართა ცნობილ მსახიობებს კითხვით: რატომ შეეხო კრიტიკა ყველას, ალენის გარდა. ცოტა ხნის წინ ვუდი ალენის ფილმებში მონაწილე მსახიობებმა განაცხადეს, რომ მასთან თანამშრომლობას ნანობენ და საკუთარი ჰონორარი ქალთა მოძრაობებს გადაურიცხეს. გთავაზობთ დილან ფეროუს 2014 წლის წერილს, რომელიც თანამედროვე მოვლენების კონტექსტში სხვა სიღრმეს იძენს.
ვუდი ალენის რომელი ფილმი მოგწონთ ყველაზე მეტად? სანამ მიპასუხებდეთ, გეტყვით: შვიდი წლის რომ ვიყავი, როცა ვუდი ალენმა ხელი ჩამკიდა და ჩვენი სახლის მეორე სართულზე, ჩაბნელებულ, საკუჭნაოსმაგვარ სხვენში ამიყვანა. მითხრა, იატაკზე დაწექი და შენი ძმის სათამაშო მატარებლით ითამაშეო, შემდეგ კი ჩემზე იძალადა. სანამ ამას აკეთებდა მესაუბრებოდა, მეჩურჩულებოდა, რომ კარგი გოგო ვარ, რომ ეს ჩვენი საიდუმლო იქნებოდა, მპირდებოდა, რომ პარიზში წამიყვანდა და თავისი ფილმების ვარსკვლავად მაქცევდა. მახსოვს, როგორ მივჩერებოდი მატარებელს, სხვენს რომ წრეებს არტყამდა. სათამაშო მატარებლების დანახვისას ახლაც ცუდად ვხდები.
რაც თავი მახსოვს, მამაჩემი ყოველთვის ცუდად მაგრძნობინებდა თავს. ხშირად მაშორებდა დედას, და-ძმებს და მეგობრებს და მასთან მარტო დარჩენას მაიძულებდა. არ მომწონდა, როცა ცერა თითს პირში მიდებდა. არ მიყვარდა საბნის ქვეშ მასთან მარტო დარჩენა, როცა მას მხოლოდ საცვლები ეცვა. ვერ ვიტანდი, თავს შიშველ კალთაზე რომ მადებდა და ჰაერს ღრმად ისუნთქავდა. ამ ყველაფრისთვის თავის ასარიდებლად, ლოგინის ქვეშ ვიმალებოდი ან აბაზანაში ვიკეტებოდი, მაგრამ ყოველთვის მპოულობდა. ეს ყველაფერი ისე ხშირად ხდებოდა, იმდენად ჩვეულებრივი მოვლენა იყო და ისე ოსტატურად იყო დამალული დედაჩემისგან, რომ ასეთი ქცევა სავსებით ნორმალურად მეჩვენებოდა. მეგონა, ქალიშვილებთან ყველა მამა ასე იქცეოდა. მაგრამ იმის მერე, რაც სხვენში მოხდა, საიდუმლო ვეღარ შევინახე.
წარმოიდგინეთ, რომ თქვენი შვიდი წლის გოგონა მიჰყავს ვუდი ალენს სხვენში. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი შვილი ატარებს მთელ ცხოვრებას გულისრევის შეგრძნებით მისი სახელის ყოველი გაგონებისას. წარმოიდგინეთ სამყარო, რომელიც მის მწამებელს დიდებით მოსავს.
როცა დედას ვკითხე, მასაც თუ უშვებოდა მამამისი ისეთ რაღაცეებს, როგორსაც ვუდი ალენი - მე, წინასწარ არ ვიცოდი, რას მიპასუხებდა. არ ვიცოდი, რამხელა ქარ-ცეცხლი მოჰყვებოდა ამ ყველაფერს. არ ვიცოდი, რომ მამაჩემი ჩემს დასთან სექსუალურ ურთიერთობას ჩემზე ძალადობის გადასაფარად გამოიყენებდა. არ ვიცოდი, რომ ჩემი დაცვის გამო დედაჩემს მატყუარად შერაცხავდა და ჩემს თავში ძალადობის ილუზიის ჩანერგვას დააბრალებდა. არ ვიცოდი, რომ ამ ამბის გამეორება დაუსრულებლად მომიწევდა ახალ-ახალი ექიმების წინაშე, ექიმების, რომლებიც ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ ჩემზე და ცდილობდნენ ეთქმევინებინათ, რომ ვცრუობდი, იმ საქმის მოსაგებად, რომლის არსი ბოლომდე არც კი მესმოდა. ერთხელ დედამ დამისვა და მითხრა, რომ თუ ეს ყველაფერი მოვიგონე, სიმართლის თქმით ყველაფრის უკან წაღება შემეძლო, რომ ამით არაფერი დაშავდებოდა. ვერ შევძელი. სიმართლეს ვამბობდი. თუმცა, როცა საქმე ძალაუფლებასთან გვაქვს, სექსუალური ძალადობა ადვილად იფარცხება. ექსპერტები ფეხქვეშ თელავდნენ ჩემს სანდოობას. ექიმები არ ერიდებოდნენ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვით მანიპულაციას.
მას შემდეგ, რაც მამაჩემს ჩემი ნახვის უფლება ჩამოერთვა, დედამ მისი სამართლებრივი დევნა შეწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ კონექტიკუტის სასამართლოს ამისათვის საჭირო მოტივი გააჩნდა. ეს, პროკურორის სიტყვებით რომ გითხრათ, “არასრულწლოვანი მსხვერპლის” სისუსტის გამო გამო მოხდა. ვუდი ალენს პასუხი არაფერზე უგია. მას შერჩა ის ყველაფერი, რამაც არა მხოლოდ ჩემი ბავშვობა, არამედ ზრდასრული ცხოვრებაც შეიწირა. არ მასვენებდა დანაშაულის გრძნობა იმის გამო, რომ მას სხვა პატარა გოგოებისთვისაც შეეძლო რამის დაშავება. კაცის შეხების სიკვდილამდე მეშინოდა. კვებითი აშლილობა ჩამომიყალიბდა. საკუთარი თავისათვის ჭრილობების მიყენება დავიწყე. ჰოლივუდმა ჩემი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. რამდენიმე განსაკუთრებული ადამიანის (ჩემი გმირების) გარდა, ყური არავის შეუბერტყავს. უმეტესობამ მარტივად მიიღო ე.წ. გაურკვევლობა, “ვინ იცის სინამდვილეში რა მოხდა,” და ვითომც არც არაფერი მომხდარა. დაჯილდოებებზე მას ადიდებდნენ. დაუსრულებლად აჩვენებდნენ ტელევიზორში. კრიტიკოსები გაუთავებლად წერდნენ მასზე ჟურნალებში. ჩემზე მოძალადის სახის დანახვისას - აფიშებზე, მაისურებზე, ტელევიზორში - მხოლოდ დროებით შემეძლო პანიკის შეკავება, იქამდე, სანამ მარტო დავრჩებოდი და ნაწილებად დავიშლებოდი.
ერთი კვირის წინ ვუდი ალენმა ოსკარის მორიგი ნომინაცია მიიღო, მაგრამ ამჯერად უარს ვამბობ ნაწილებად დავიშალო. მთელი ამ დროის მანძილზე, ვუდი ალენის აღიარება მაჩუმებდა, თითქოს ეს პირადად ჩემკენ მომართული საყვედური იყო, თითქოს დაჯილდოებები და პრიზები მომიწოდებდნენ, ხმა ჩამეგდო და გავმქრალიყავი, მაგრამ სექსუალურ ძალადობას გადარჩენილების თანადგომა - მათი, ვინც მომწვდა, გვერდში დამიდგა და თავისი შიშები გამიზიარა დუმილის დარღვევასთან, მატყუარად შერაცხვასთან და მათი მოგონებების არაფრად ჩაგდებასთან დაკავშირებით, არ მაძლევს უფლებას, გავჩუმდე, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებმაც გაიგონ, რომ სიჩუმე ერთადერთი გამოსავალი არ არის.
დღეს ვთვლი, რომ გამიმართლა. ბედნიერი ოჯახი მაქვს. ჩემი არაჩვეულებრივი და-ძმები გვერდში მიდგანან. მყავს დედა, რომლის მხნეობამაც ჩვენი ოჯახი მტაცებლისგან და თავს დატეხილი ქაოსისაგან იხსნა.
სხვებს ჯერ კიდევ ეშინიათ და ჯერ კიდევ ცდილობენ სიმართლის სათქმელად საჭირო ძალების მოკრებას. მათთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თუ რას ეტყვის მათ ჰოლივუდი.
ხომ შეიძლებოდა შენი შვილი ვყოფილიყავი, კეიტ ბლანშეტ? ლუი სიქეი? ალეკ ბოლდვინ? ხომ შეიძლებოდა შენ ყოფილიყავი ჩემ ადგილას, ემა სტოუნ? ან შენ, სკარლეტ იოჰანსონ? პატარაობაში ხომ მიცნობდი, დაიან კიტონ. დაგავიწყდი?
ვუდი ალენი იმის ცოცხალი მაგალითია, თუ როგორ ექცევა ჩვენი საზოგადოება სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს.
წარმოიდგინეთ, რომ თქვენი შვიდი წლის გოგონა მიჰყავს ვუდი ალენს სხვენში. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი შვილი ატარებს მთელ ცხოვრებას გულისრევის შეგრძნებით მისი სახელის ყოველი გაგონებისას. წარმოიდგინეთ სამყარო, რომელიც მის მწამებელს დიდებით მოსავს.
წარმოიდგინეთ? ახლა მიპასუხეთ, ვუდი ალენის რომელი ფილმი გიყვართ ყველაზე მეტად?
-
ილია თოფურია: ჩვენი ისტორია ჯერ არ დასრულებულა, იქნება რევანში ილია თოფურია: ჩვენი ისტორია ჯერ არ დასრულებულა, იქნება რევანში
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენს ჩვევებზე და გეტყვით, მზის რომელი ბინადარი ხარ! ქვიზი: მოგვიყევი შენს ჩვევებზე და გეტყვით, მზის რომელი ბინადარი ხარ!
-
კახა კალაძე: ევროკავშირი დაფუძნებული იყო ღირებულებებზე, რომელთა გამოც გვინდოდა გაწევრიანება, დღეს ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშაა კახა კალაძე: ევროკავშირი დაფუძნებული იყო ღირებულებებზე, რომელთა გამოც გვინდოდა გაწევრიანება, დღეს ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშაა
გადახედვა
-
მუსიკის შეკვეთასთან დაკავშირებით მარნეულში ორი კაცი დაჭრეს მუსიკის შეკვეთასთან დაკავშირებით მარნეულში ორი კაცი დაჭრეს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა მიხეილ ყაველაშვილი ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა
გადახედვა
-
დანა უაითის თქმით, ილია თოფურია თვალბუდის ძვლის სავარაუდო მოტეხილობით საავადმყოფოშია დანა უაითის თქმით, ილია თოფურია თვალბუდის ძვლის სავარაუდო მოტეხილობით საავადმყოფოშია
გადახედვა
-
როგორ მოწყვიტა FSB-მ რუსეთი ინტერნეტს როგორ მოწყვიტა FSB-მ რუსეთი ინტერნეტს
გადახედვა
-
გავხდი მამუკა მდინარაძის პირადი ანგარიშსწორების მსხვერპლი — ელისო კილაძე "საქმის შეკერვაზე" საუბრობს გავხდი მამუკა მდინარაძის პირადი ანგარიშსწორების მსხვერპლი — ელისო კილაძე "საქმის შეკერვაზე" საუბრობს
გადახედვა
-
გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ნუტრიმაქსმა სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ნუტრიმაქსმა სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა
-
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალისთვის ბიუჯეტიდან 1 100 000 ლარი გამოიყოფა თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალისთვის ბიუჯეტიდან 1 100 000 ლარი გამოიყოფა
გადახედვა
-
ლაშა ტუღუში: ღონისძიებებს, სადაც ბავშვები მონაწილეობენ, უნდა ესწრებოდეს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი ლაშა ტუღუში: ღონისძიებებს, სადაც ბავშვები მონაწილეობენ, უნდა ესწრებოდეს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: მივესალმებით აშშ-ისა და ირანის შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე მიღწეულ შეთანხმებას ირაკლი კობახიძე: მივესალმებით აშშ-ისა და ირანის შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე მიღწეულ შეთანხმებას
გადახედვა
-
ბევრი ვიშრომე — სიდნი სვინი Euphoria-დან ამოჭრილი ბოძზე ცეკვის სცენის გამოქვეყნებას ითხოვს ბევრი ვიშრომე — სიდნი სვინი Euphoria-დან ამოჭრილი ბოძზე ცეკვის სცენის გამოქვეყნებას ითხოვს
გადახედვა
-
კინოდაჯილდოება ელისო 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია კინოდაჯილდოება ელისო 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია
-
100%-ით შემიძლია გითხრათ, რომ საეთეროში მყოფი ვერც ერთი ადამიანი ვერ დაინახავდა ბავშვის დაცემას — სალომე გოგინაშვილის განმარტება საზმაუს ეთერში მომხდარზე 100%-ით შემიძლია გითხრათ, რომ საეთეროში მყოფი ვერც ერთი ადამიანი ვერ დაინახავდა ბავშვის დაცემას — სალომე გოგინაშვილის განმარტება საზმაუს ეთერში მომხდარზე
გადახედვა
-
მეცნიერებმა აუტიზმის ორი განსხვავებული ქვეტიპი გამოავლინეს მეცნიერებმა აუტიზმის ორი განსხვავებული ქვეტიპი გამოავლინეს
გადახედვა
-
"მივედი მე თვითონ ამ ბავშვთან და როგორ ხარ-თქო და კარგადო, გამიღიმა" — ლიზა ბაგრატიონი 10 წლის ბავშვის ოჯახს ბოდიშს უხდის "მივედი მე თვითონ ამ ბავშვთან და როგორ ხარ-თქო და კარგადო, გამიღიმა" — ლიზა ბაგრატიონი 10 წლის ბავშვის ოჯახს ბოდიშს უხდის
გადახედვა
-
ჰუმანიტარული კატასტროფა ავღანეთში — მშობლები შვილებს გადასარჩენად ყიდიან ჰუმანიტარული კატასტროფა ავღანეთში — მშობლები შვილებს გადასარჩენად ყიდიან
გადახედვა
-
საია: ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს შეკრების თავისუფლების კანონმდებლობის ფუნდამენტური რეფორმისკენ მოუწოდებს საია: ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს შეკრების თავისუფლების კანონმდებლობის ფუნდამენტური რეფორმისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ქვეყანაში ძალიან სერიოზული პრობლემა გვაქვს ბავშვებთან დაკავშირებით — ელენე ჯაფარიძე საზმაუს ეთერში მომხდარზე ქვეყანაში ძალიან სერიოზული პრობლემა გვაქვს ბავშვებთან დაკავშირებით — ელენე ჯაფარიძე საზმაუს ეთერში მომხდარზე
გადახედვა
-
რამდენ ლარს გამოყოფს სოციალური კალათისა და ფასდაკლებული პროდუქტების ვებპლატფორმისთვის მთავრობა? რამდენ ლარს გამოყოფს სოციალური კალათისა და ფასდაკლებული პროდუქტების ვებპლატფორმისთვის მთავრობა?
გადახედვა
კომენტარები