ინტერნეტის რეაქციები სუხიშვილების "ცეკვა ქართულზე"
რესპუბლიკაში გამართულ სუხიშვილების შოუს, რომელზეც ანსამბლმა ახალი პროექტი წარადგინა, ფეისბუკზე დიდი განხილვა მოჰყვა.
„ცეკვა ქართული“ - ასე ჰქვია ახალ პროექტს, რომელიც არატრადიციული საცეკვაო კოსტიუმების თანხლებით თანამედროვე ცეკვებს გულისხმობს. ის სუხიშვილებმა პირველად შაბათს, 13 იანვარს წარადგინეს.
„რა დააშავა ადამიანმა, რომელიც ქართველია და სხვანაირად არ გამოუვა? არც სჭირდება მეტი არაფერი“ - თქვა ილიკო სუხიშვილმა პროექტის წარდგენისას
ვიდეოზე, რომელსაც უკვე თითქმის ნახევარი მილიონი ნახვა და 7 000-ზე მეტი გაზიარება აქვს, გამოჩნდა კომენტარები, რომლითაც ცეკვას აკრიტიკებენ
„მე ახალი არ მინდა, ძველი მირჩევნია“
თუმცა ყველაზე მეტად, მაყურებლის ნაწილი პროექტის სახელში სიტყვა ქართულის გაჟღერებამ გააღიზიანა
და ის ქართული ცეკვის „შეურაწყოფადაც“ კი მონათლა
თუმცა შეიძლება ითქვას, რომ კომენტარებისა და სტატუსების ავტორების უმრავლესობა პროექტს დადებითად შეხვდა
„ასე დგამდნენ თავის დროზე დიდი სუხიშვილები, რომლებიც არიან რეფორმატორები თავის საქმეში“
დადებითი შეფასება იმდენად ბევრი იყო, რომ ზოგი ვერც მიხვდა, რისგან ან ვისგან იცავდნენ სუხიშვილებს. მაგალითად დათო კოვზირიძე
სამწუხაროდ, ამ სიახლეზე ქართველმა ქუბერებმა არც ისე იაქტიურეს
თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ამ ქუბერმა სუხიშვილების ახალი პროექტი იწინასწარმეტყველა
სუხიშვილების ახალი ცეკვა ამ მომხმარებელმა არანაკლებ ინოვაციურად შემოგვთავაზა
თქვენ რას ფიქრობთ სუხიშვილების ახალ პროექტზე?
კომენტარები