თელავის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნაფარეულიდან დაკარგული 20 წლის გოგო თბილისში იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის უკვე ოჯახში იმყოფება.

20 წლის გოგოს ოჯახი და პოლიცია 2 კვირაზე მეტი ეძებდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.