თეთრი ხმაურის მოძრაობა

15 Dec. 2017, 00:25

პირველ რიგში გვსურს გამოვეხმაუროთ საზოგადოებაში წარმოშობილ ცხარე დისკუსიას აქციის გარშემო. ცხადია, ერთგული მხარდამჭერების განაწყენება არ წარმოადგენდა მოძრაობის მიზანს და გულწრფელად ვწუხვართ, რომ სადამსჯელო ნარკოპოლიტიკის მოწინააღმდეგეთა ნაწილის სცენაზე ხილვა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებმა და მათ შორის ქვიარ თემის აქტივისტებმა, ჰომოფობიის მხარდაჭერად და პირად შეურაცხყოფად მიიღეს. ბოდიშს ვუხდით ყველა განაწყენებულ მხარდამჭერს შექმნილი არასასურველი ვითარებისთვის და ყველას ვისაც გაუაზრებლად გული ვატკინეთ.

შეგახსენებთ, თეთრი ხმაურის მოძრაობა, ყოველთვის იყო და იქნება სოლიდარული სამოქალაქო უფლებების მოძრაობების მიმართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქალთა უფლებების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, სტუდენტების, მუშების, გარემოსდამცველ მოძრაობებსა და ცხადია ქვიარ თემს. ვიბრძვით ჩაგვრის წინააღმდეგ სოციალური თანასწორობის იდეისთვის. ჩვენი მთავარი ლოზუნგი „ჩვენ არავის დავტოვებთ მარტო“, არ არის მხოლოდ ლოზუნგი, რადგან თეთრი ხმაურის მოძრაობის სავიზიტო ბარათი სწორედ ინკლუზიურობაა.

პრობლემა რომლის გარშემოც გავერთიანდით ყველასთვის საერთოა. ქვიარ თემთან კი, არამხოლოდ სოლიდარულია მოძრაობა, არამედ ისინი ჩვენი ბრძოლის ავანგარდში დგანან და ჩვენთვის რთულიც კია აღნიშნულ თემზე განყენებულად საუბარი. ქვიარ თემის მიმართ საზოგადოებაში არსებულ განწყობებს ხელი არ შეუშლია მოძრაობისთვის ღია მხარდაჭერა გამოგვეცხადებინა მათთვის. თეთრი ხმაურის მოძრაობა ყოველთვის ცდილობდა, სისტემის მიერ ჩაგრული ჯგუფების ძალისხმევის გაერთიანებას უსამართლობასთან და ძალადობასთან ბრძოლაში. მიზანიც საერთო გვაქვს - საზოგადოებრივი კეთილდღეობა.

თეთრი ხმაურის მოძრაობა 10 დეკემბრის აქციაზე რეპერი "მასტერის" კონცერტში მონაწილეობით გამოწვეულ დისკუსიას ეხმაურება და საზოგადოების იმ ნაწილს მიმართავს, რომელმაც შეურაცხყოფად მიიღო აღნიშნული ფაქტი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მერიამ რუსთაველის გამზირის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია — "სმარტ სოლუშენსი" 24/7-ზე მუშაობის პირობის დარღვევის გამო დააჯარიმა
  2. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  3. ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს
  4. ავჭალის ხიდიდან ვარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა
  5. რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ