მაია ცირამუა

2 Dec. 2017, 16:39

დამნაშავეა ნებისმიერი მშობელი, რომელიც უარს ამბობს მოუსმინოს საკუთარ შვილს და სიყვარულის სრულიად არაჯანსაღი, გაუკუღმართებული მოდელი აქვს - აქეზებს არავის დაეჩაგვრინოს, ასწავლის "მიდი, არ შეარჩინო, ვალში არ დარჩე, ბიჭი არა ხარ?! " და ა. შ.

დამნაშავეა ის, ვინც არ ასწავლის საკუთარ შვილს, რომ განსხვავებული აზრის, ადამიანის მიმართ სიყვარული და მგრძნობელობა ჰქონდეს.

დამნაშავეა მასწავლებელი, რომელიც ბავშვებს შორის ჩაგვრას არ არქმევს თავის სახელს და ან არ ერევა, ან არასწორად ერევა და გამზადებული აქვს ფრაზა - "ბავშვები არიან და მორიგდებიან" ან როცა ეკითხები ძალადობის შემთხვევების შესახებ, სრულიად უდრტვინველად ტყუის - ჩვენთან არ არიან ძალადობის მსხვერპლები, ჩვენთან ბავშვებს უყვართ ერთმანეთი და ა. შ. (ვინ იცის რამდენი ასეთი ფრაზა მომისმენია მათგან)?

დამნაშავეა სახელმწიფო, რომელმაც ვერ გადააქცია პრიორიტეტად განათლების რეფორმა, ვერ გამართა ჯანდაცვის სისტემა, ვერ შექმნა დანაშაულის ადრეული პრევენციის მექანიზმი და მხოლოდ პრემიებზე და სახელფასო დანამატებზე ფიქრობს, ჩეხავს ხეებს, ბეტონის კედლებად გადააქცია ქვეყანა და არ დატოვა სივრცე, სადაც ბავშვები ითამაშებენ. სახელმწიფო, რომელიც ვერ ხედავს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების უკან ორგანიზებულ დანაშაულს.

დამნაშავეა ნებისმიერი ადამიანი, ვინც უარს ამბობს სკოლაში სამოქალაქო განათლების მექანიზმის, ანტი- ბულინგური პროგრამების შეტანის ნებისმიერ მცდელობაზე.

დამნაშავეა მედია, რომელმაც კრებითი კორკოტები, ვასაძეები და ძმანნი მისნი, გმირებად აქცია და ხელი შეუწყო ყველაზე არატოლერანტული, ფაშისტური, ვითომც ტრადიციულ- ქართული, უფრო მეტად ქურდული იდეოლოგიის ტირაჟირებას.

დამნაშავეა "მამაო, რომელიც მისგან განსხვავებულს ტაბურეტკით დასდევს ქუჩაში, იმის ნაცვლად, რომ ადამიანებს ერთმანეთის დანდობისა და სიყვარულისკენ მოუწოდებდეს.

დამნაშავეა ნებისმიერი ადამიანი, ვინც გამოსავალს დასჯაში და ნულოვან ტოლერანტობაში ხედავს.

დამნაშავეა ნებისმიერ ადამიანი, რომელმაც დაინახა ბავშვების ქუჩური გარჩევა და ფანჯრები მიიხურა.

ჩვენ ყევლანი ვართ დამნაშავეები და ახლა ამაზე პასუხს აგებენ 2 გარდაცვლილი მოზარდი, რომელიც თანატოლმა სასტიკად მოკლა და მოზარდი, რომელმაც 16 წლის ასაკში უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა.

ამ ყველაფერზე ბავშვებმა რატომ უნდა აგონ პასუხი, რა დააშავეს?!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 17 იანვარს თბილისში თოვლია მოსალოდნელი — როგორი ამინდი იქნება საქართველოში 18 იანვრამდე?
  2. კადიროვმა, თირკმლის უკმარისობის შესახებ გავრცელებული ცნობების შემდეგ, ვიდეო გამოაქვეყნა
  3. ექსმაღალჩინოსნები საპყრობილეში — ვინ იმყოფება რუსთავის მე-12 დაწესებულებაში?
  4. "არ ესმით [შვილებს] რატომ უნდა დაიჭირონ მამა, რომელსაც ქვეყნისთვის კარგის მეტი არაფერი უკეთებია" — მარიამ თამაზაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებაზე
  5. აშშ-ში 22 წლის ქართველ ბიჭს ეძებენ, რომელიც ახალი წლის ღამეს ხალხში მანქანით შევარდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მარჯანიშვილის ქუჩის მიმდებარედ ქალი, სავარაუდოდ, მეზობელმა მოკლა

თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალი მოკლეს. ინტერპრესსნიუსის ინფორმაციით, ქალი, სავარაუდოდ,…