HRC: გიორგი მამალაძეს ომბუდსმენის ცხელ ხაზზე დარეკვის უფლება არაკანონიერად ეზღუდება
ფოტო: აჭარის ტელევიზია / კადრი ვიდეოდან
ადამიანის უფლებათა ცენტრის (HRC) განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს პენიტენციური დაწესებულებიდან ომბუდსმენის ცხელ ხაზზე დარეკვის უფლება არაკანონიერად ეზღუდება
ცენტრის იურისტთან შეხვედრისას გიორგი მამალაძემ განაცხადა, რომ 13 ნოემბერს მან სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე (1481) დარეკვა მოითხოვა, რაზეც მეცხრე პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მოადგილემ და თანამშრომელმა უარი უთხრეს იმ მოტივით, რომ მას ამოწურული ჰქონდა სამი ზარის განხორციელების ლიმიტი. იმავე დღეს მსჯავრდებულმა წერილობით მიმართა დაწესებულების დირექტორს და მოითხოვა წერილობითი განმარტება.
ცენტრის თქმით, დაწესებულების დირექტორმა, ზაზა ჯამატაშვილმა მსჯავრდებულს სატელეფონო ზარის განხორციელებაზე უარის საფუძვლად მიუთითა, რომ მას ამოწურული ჰქონდა საკუთარი ხარჯით ტელეფონით სარგებლობის თვიური ლიმიტი.
ადამიანის უფლებათა ცენტრი დაუშვებლად მიიჩნევს პენიტენციური დაწესებულების მხრიდან მსჯავრდებულისთვის სახალხო დამცველის ცხელი ხაზის ნომერზე დარეკვის შეზღუდვას ლიმიტის ამოწურვის მიზეზით.
"ზოგიერთ პენიტენციურ დაწესებულებაში გამოკრულია კიდეც ინფორმაცია, რომ თვეში სამი ზარის ლიმიტი არ ეხება სახალხო დამცველის ოფისის ტელეფონის ნომრებზე, მათ შორის - ცხელ ხაზზე დაკავშირებას", - ნათქვამია განცხადებაში.
ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ თვეში სამი ზარის ლიმიტში არ შეიძლება შედიოდეს სახალხო დამცველის ცხელი ხაზის ნომერი, რომელზე დარეკვაც პატიმრისთვის, შესაძლოა, საჭირო გახდეს გადაუდებელი აუცილებლობისას:
"მაგალითად - თუკი მსჯავრდებული ჩივის პენიტენციურ დაწესებულებაში არასათანადო მოპყრობის შესახებ ან სხვა კანონიერი საჭიროებიდან გამომდინარე და სურს სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე დაკავშირება. ასეთ შემთხვევაში, გამოდის, რომ თუკი თვეში სამი სატელეფონო ზარი განხორციელებული აქვს, მსჯავრდებულს ერთმევა შესაძლებლობა, დაუკავშირდეს სახალხო დამცველს გადაუდებელი წესით".
ადამიანის უფლებათა ცენტრის განმარტებით, დაწესებულების დირექცია არასწორად განმარტავს რეგულაციას.
-
რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო
გადახედვა
-
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა
გადახედვა
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს
გადახედვა
-
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
კომენტარები