დაჭრილი სპეცრაზმელი ინგოროყვას საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ექიმმა დაადასტურა. მისი განცხადებით, ქალა ტვინის ტრამვა სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო.

ექიმის თქმით, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელი 41 წლის იყო.

თბილისში, ისანში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, სპეცოპერაცია თითქმის 22 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.