მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს — რა ვიცით სავარაუდო მკვლელზე?
ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლის, ასევე ბიზნესმენ ელენა წერეთლისა და მისი 19 წლის შვილის, დარიას, მკვლელობაში ეჭვმიტანილი 47 წლის თეიმურაზ გ. ვორონეჟის ოლქში დააკავეს და მოსკოვში გადაიყვანეს. ამის შესახებ ცნობებს რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, კაცი მოკლული ელენა წერეთლის პარტნიორი იყო. გამოძიების ცნობით, მისი გადაადგილების მარშრუტის დადგენა სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით მოხერხდა. დაკავებული დაკითხვაზე დანაშაულს აღიარებს და, სამართალდამცავების ინფორმაციით, ამბობს, რომ თავდაპირველად დარია მოკლა, შემდეგ კი მისი დედა.
საქმე 3 ოქტომბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ჟულებინის ბულვარზე მდებარე ბინაში ადამიანის ცხედრის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. გამოძიების ინფორმაციით, მოკლული 53 წლის ელენა წერეთელია, რომელიც რესტორატორ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და ბიზნესპარტნიორი იყო. ისინი რამდენიმე წლის წინ განქორწინდნენ, თუმცა საერთო ბიზნესპროექტები შეინარჩუნეს.
გამოძიების მსვლელობისას სამართალდამცველებმა "ახალ მოსკოვში" ავტოფარეხს მიაკვლიეს, რომელსაც დაკავებული იყენებდა. იქ 19 წლის დარია წერეთლის ცხედარი იპოვეს. ორივე ადგილას, ბინასა და ავტოფარეხში, ასევე აღმოაჩინეს იარაღისა და საბრძოლო მასალის სამალავები. თეიმურაზ გ.-ს დაკავებისას და ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტები და ყუმბარები ამოიღეს.
რუსული მედიის ცნობით, გამოძიება მკვლელობის სავარაუდო მოტივად ამ ეტაპზე რამდენიმე ვერსიას განიხილავს. სამართალდამცავებზე დაყრდნობით, ერთ-ერთ შესაძლო მიზეზად კონფლიქტი და ფინანსური პრობლემები სახელდება. თუმცა ეს ვერსია ოფიციალურად საბოლოოდ დადასტურებული არ არის.
თეიმურაზ გ.-სთან ერთად ვორონეჟის ოლქში კიდევ ერთი, 1986 წელს დაბადებული ქალი იმყოფებოდა. ისიც მოსკოვში გადაიყვანეს და მისი შესაძლო კავშირი დანაშაულთან მოწმდება. თავად თეიმურაზ გ., რუსული მედიის ცნობით, 1979 წელს საქართველოშია დაბადებული.
"კომერსანტი" წერს, რომ ის დონბასში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა და "სპარტის" დანაყოფში მსახურობდა. მოგვიანებით ის მოსკოვში დაბრუნდა და ბიზნესით, მათ შორის ავტონაწილების წარმოებით, იყო დაკავებული. ასევე საკუთარ თავს ფიტნესის სპეციალისტად წარმოაჩენდა და პერსონალურ ვარჯიშებსა და კვების პროგრამებს სთავაზობდა კლიენტებს.
ელენა წერეთელი მოსკოვში ბიზნესსაქმიანობით იყო დაკავებული. ის სილამაზის სალონის ვაშ ობლიკ"-ის ხელმძღვანელი და უძრავი ქონების გაქირავებისა და მართვის სფეროში მოქმედი კომპანია "დანიკ"-ის თანადამფუძნებელი იყო. მისი ყოფილი მეუღლე მამუკა წერეთელიც ამ ბიზნესის თანადამფუძნებლად სახელდება. წერეთლის ოჯახთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ელენასა და მამუკა წერეთელს საერთო 19 წლის ქალიშვილი ჰყავდათ — დარია.
ამ დროისთვის გამოძიება ორმაგი მკვლელობის საქმეზე გრძელდება. გოგიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს. გამოძიება მისი პატიმრობაში დატოვებას მოითხოვს.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები