მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
მოსკოვში ქართველი ბიზნესმენის, მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის, 53 წლის ელენა წერეთლის დანაწევრებული ცხედარი საცხოვრებელი სახლის აივანზე, პოლიეთილენის ტომრებში აღმოაჩინეს. საგამოძიებო მოქმედებების დაწყებიდან მალევე, ავტოფარეხში ბიზნესმენის 19 წლის შვილის, დარია წერეთლის ცხედარსაც მიაგნეს.
ელენა წერეთელი მოსკოვში უძრავი ქონებისა და სილამაზის სალონების ბიზნესს ფლობდა. გამოძიების ცნობით, მოკლულის და მას შემდეგ დაუკავშირდა სამართალდამცავებს, რაც ელენა წერეთელმა რამდენიმე დღის განმავლობაში სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. 3 ოქტომბერს სამართალდამცავებმა წერეთლის სახლის კარი იძულებით გახსნეს, სადაც აივანზე, პოლიეთილენის ტომრებში, მისი დანაწევრებული ცხედარი იპოვეს.
მსხვერპლის ვინაობის დადგენისა და მისი გარემოცვის შემოწმების შემდეგ, სამართალდამცავებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილის კუთვნილი ავტოფარეხი გაჩხრიკეს, სადაც მამუკა და ელენა წერეთლების 19 წლის შვილის ცხედარი აღმოაჩინეს.
ТАСС-ის ცნობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ელენა წერეთლის 47 წლის მეგობარი მამაკაცი, ბიზნესმენი თეიმურაზ გოგიაშვილია. სამართალდამცავებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად გოგიაშვილი დააკავეს. დანაშაულის სავარაუდო მოტივად ფინანსური უთანხმოება სახელდება.
"მან ორივე მკვლელობა აღიარა. მან თქვა, რომ ჯერ გოგონა მოკლა ავტოფარეხში, ხოლო შემდეგ — დედამისი," — განაცხადა სააგენტოს წყარომ.
გამოძიების ინფორმაციით, სათვალთვალო კამერების ჩანაწერების თანახმად, გოგიაშვილთან ერთად იმყოფებოდა ქალიც, რომელიც ამჟამად დანაშაულის თანამზრახველობის ეჭვითაა დაკავებული.
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის SME ლიდერობის ვორკშოპი გამართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის SME ლიდერობის ვორკშოპი გამართა
-
ჯეიმს ბონდის ახალ ფილმში ბოროტმოქმედის როლზე დრაკონის სახლის მსახიობს განიხილავენ ჯეიმს ბონდის ახალ ფილმში ბოროტმოქმედის როლზე დრაკონის სახლის მსახიობს განიხილავენ
გადახედვა
-
ზუგდიდში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი დააკავეს ზუგდიდში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი დააკავეს
გადახედვა
-
სექტემბერში, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 700-მდე მეწარმემ გაიარა სექტემბერში, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 700-მდე მეწარმემ გაიარა
-
იმერეთში ₾14 მლნ ღირებულების 40 კგ-მდე ნარკოტიკი ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე იმერეთში ₾14 მლნ ღირებულების 40 კგ-მდე ნარკოტიკი ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე
გადახედვა
-
საიამ სტრასბურგის გადაწყვეტილებების აღსრულების ანალიზი გამოაქვეყნა საიამ სტრასბურგის გადაწყვეტილებების აღსრულების ანალიზი გამოაქვეყნა
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ დავით არდაზიშვილი დაინიშნა საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ დავით არდაზიშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
ვის და რისთვის გადაეცა 2026 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ვის და რისთვის გადაეცა 2026 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში
გადახედვა
-
შსს-მ "კავკასიის უნივერსიტეტის" წვეულებაზე სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო შსს-მ "კავკასიის უნივერსიტეტის" წვეულებაზე სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
"მტკიცებულებაა საჭირო" — კალაძე ციხეში პატიმრის სავარაუდო გაუპატიურებაზე "მტკიცებულებაა საჭირო" — კალაძე ციხეში პატიმრის სავარაუდო გაუპატიურებაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ინდოეთის ელჩს შეხვდა ირაკლი კობახიძე ინდოეთის ელჩს შეხვდა
გადახედვა
-
კობახიძის განკარგულებით, უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო და სოციალური მხარდაჭერა 1-ელ იანვრამდე გახანგრძლივდა კობახიძის განკარგულებით, უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო და სოციალური მხარდაჭერა 1-ელ იანვრამდე გახანგრძლივდა
გადახედვა
-
8 ოქტომბერს ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართება 8 ოქტომბერს ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართება
გადახედვა
-
შესაძლოა, მთვარის შორეულ მხარეს აღმოჩენილმა სტრუქტურამ მისი მაგნეტიზმის ისტორია შეცვალოს შესაძლოა, მთვარის შორეულ მხარეს აღმოჩენილმა სტრუქტურამ მისი მაგნეტიზმის ისტორია შეცვალოს
გადახედვა
-
"არც დავიღლებით, არც გავჩერდებით" — ბაჩალიაშვილის ოჯახი მე-9 კვირაა პროკურატურასთან აქციებს მართავს "არც დავიღლებით, არც გავჩერდებით" — ბაჩალიაშვილის ოჯახი მე-9 კვირაა პროკურატურასთან აქციებს მართავს
გადახედვა
-
სახალხო დამცველის რწმუნებულები აცხადებენ, რომ დავითაძის კლინიკაში არ გადასვლა პროტესტის ფორმაა — რას ითხოვს? სახალხო დამცველის რწმუნებულები აცხადებენ, რომ დავითაძის კლინიკაში არ გადასვლა პროტესტის ფორმაა — რას ითხოვს?
გადახედვა
-
"დაცულია ყველა პატიმრის უსაფრთხოება" — პაატა სალია გიორგი დავითაძეზე "დაცულია ყველა პატიმრის უსაფრთხოება" — პაატა სალია გიორგი დავითაძეზე
გადახედვა
-
საზღვაო ტრანსპოტის სააგენტო: ბათუმის სიახლოვეს დაფიქსირდა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი თურქული კომპანიის გემი საზღვაო ტრანსპოტის სააგენტო: ბათუმის სიახლოვეს დაფიქსირდა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი თურქული კომპანიის გემი
გადახედვა
-
Avengers: Endgame-მა Avatar-ს გადაასწრო და კვლავ ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა Avengers: Endgame-მა Avatar-ს გადაასწრო და კვლავ ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა
გადახედვა
-
მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს — რა ვიცით სავარაუდო მკვლელზე? მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს — რა ვიცით სავარაუდო მკვლელზე?
გადახედვა
-
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას
კომენტარები